უილიამ კრუქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ კრუქსი

უილიამ კრუქსი (ინგლ. William Crookes; დ. 17 ივნისი, 1832, ლონდონი — გ. 4 აპრილი, 1919, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1863), პრეზიდენტი (1913-1915). აღმოაჩინა ელემენტი თალიუმი (1861) და გამოყო იგი სუფთა სახით (1862). შეისწავლა რადიომეტრული ეფექტი და შექმნა რადიომეტრი (1873-1874). გამოიკვლია ელექტრონული განმუხტვა აირში და აღმოაჩინა მრავალი მოვლენა აირგანმუხტვის მილებში. 1904 წელს გამოიგონა სპინტარისკოპიალფა-ნაწილაკების სარეგისტრაციო ხელსაწყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]