ტასმანის რეგიონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | რიჩმონდი |
| მშპ (2003) | US$2.343 მლრდ |
| მოსახლეობა (2012) | 48 400 კაცი |
| ფართობი | 9 771 კმ² |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Tasman Region | |
ტასმანი — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ესაზღვრება უესტ-კოსტისა და მალბოროს რეგიონები. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რიჩმონდი.
ტასმანის რეგიონი ფართო არეალია სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთ წვერის დასავლეთში, მოიცავს 9 786 კმ²-ს. ჩრდილოეთით გასასვლელი აქვს ტასმანის ზღვასა და გოლდენ-ბეიზე. უმაღლესი წერტილია ფრანკლინის მთა, ზღვის დონიდან 2 340 მეტრზე.
სექციების სია |
სახელი [რედაქტირება]
ტასმანის უბემ, რომელიც სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობს, სახელი მიიღო ახალი ზელანდიის პირველი ევრიპელი აღმომჩენის — აბელ ტასმანისგან. შემდეგში ეს სახელი გავრცელდა 1989 წელს დაარსებულ ადმინისტრაციულ რეგიონზეც.
ეკონომიკა [რედაქტირება]
2003 წელს, ტასმანის მთლიანი შიდა პროდუქტი US$2.343 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 2%-ს.[1]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). წაკითხვის თარიღი: 18 February 2010.