საუთლანდის რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ინვერკარგილი |
| მშპ (2003) | US$3.243 მლრდ |
| მოსახლეობა (2012) | 94 900 კაცი |
| სიმჭიდროვე | 2,8 კაცი/კმ² |
| ფართობი | 34 347 კმ² |
| Southland Region | |
საუთლანდი — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი ქვეყნის უკიდეურეს სამხრეთ ნაწილში. მოიცავს სამხრეთ კუნძულის უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიასა და კუნძულ სტიუარტს.
საუთლანდში ხდებოდა პირველი კონტაქტები ევროპელელ ვაჭრებს, მისიონერებსა და მაორებს შორის.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
რეგიონის ფართობი 34 347 კმ²-ია. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ოტაგოს რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთით კი უესტ-კოსტის რეგიონი. დასავლეთით გასასვლელი აქვს ტასმანის ზღვაზე, აღმოსავლეთით — წყნარ ოკეანეზე.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2012 წლის მონაცემებით, საუთლანდის მოსახლეობა 94 900 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული რეგიონია. მოსახლეობის დაახლოებით 94,3%-ს ევროპული წარმომავლობა აქვს, ძირითადად შოტლანდური. 10%-ს მაორის ხალხი შეადგენს. უმსხვილესი ქალაქია ინვერკარგილი.
ეკონომიკა [რედაქტირება]
რეგიონის ეკონომიკა ეყრდნობა სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, მეტყევეობას და ენერგორესურსებს, მათ შორის ქვანახშირსა და ჰიდროენერგიას.[1]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Southland Regional Council / Environment Southland's site
- Southland District Council's site
- WasteNet Southland
საუთლანდი, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Grant, David (2 March 2009). Southland region: Overview. Te Ara Encyclopedia of New Zealand. წაკითხვის თარიღი: 2010-02-18.