უაიკარემოანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უაიკარემოანას ტბა
Lake Waikaremoana
Lake Waikaremoana sun set.jpg
კოორდინატები: 38°46′ ს. გ. 177°05′ ა. გ. / 38.767° ს. გ. 177.083° ა. გ. / -38.767; 177.083
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 600 
ფართობი 54 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 102.3 კმ
მაქსიმალური სიღრმე 256 
გამომდინარე მდინარე უაიტარეკაჰეკე

უაიკარემოანა მდებარეობა ახალი ზელანდია

Blue pog.svg

უაიკარემოანა — ტბა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ტე-ურევერის ეროვნულ პარკში. მდებარეობს ქალაქ უაიროის ჩრდილო-დასავლეთით, გიზბორნიდან 80 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. მოიცავს 54 კმ²-ს. მაორის ენიდან სიტყვა უაიკარემოანა ითარგმნება როგორც „მოჩუხჩუხე წყლის ზღვა“.

წარმოადგენს ჩრდილოეთ კუნძულის უღმერს ტბას (256 მ). მდებარეობს ზღვის დონიდან 600 მეტრზე. ევროპელებმა იგი 1844 წელს აღმოაჩინეს.

ტბა დაახლოებით 2200 წლის წინ წარმოიქნმა, მიწის მოწყვეტის შედგეგად, რომელმაც მდინარე უაიტარეკაჰეკე ჩაკეტა. თუმცა, ლეგენდის თანახმად იგი ადგილობრივი ტომების წინაპარმა ჰაუმაპუჰიამ შექმნა.

ტბა განსაკუთრებით პოპულარულია იმ დამსვენებლებს შორის, რომლებსაც უყვართ თევზაობა და სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობები.

Lake Waikaremoana.jpg


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]