ტობოგანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტობოგანი — კანადის ინდიელებს შორის გავრცელებული მარხილის სახეობა. შედგება 3-4 მ. სიგრძისა და 30-40 სმ. სიგანის ფიცრებისაგან, რომლებიც შეერთებულია ირმის ტყავის ღვედებით. გვერდები ტყავისაა. ტობოგანს ხელით გადაადგილებენ, ან შიგ ძაღლებს აბამენ. იყენებენ კანადის ზოლის სამონადირეო მეურნეობაში, მოდიფიცირებული სახით — სპორტში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 7, თბ., 1986 წელი.