ტინამუ-ნოტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტინამუ-ნოტურა

ხალებიანი ნოტურა (Nothura maculosa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nothura (Wagler, 1827)

ტინამუ-ნოტურა ან უკუდო ტინამუ (ლათ. Nothura) — ფრინველთა გვარი ტინამუსებრთა ოჯახისა. მოიცავს 5 თანამედროვე და 2 ამომწყდარ სახეობას.[1][2][3] გვარის მეცნიერული სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან nothos — მცდარი, ყალბი და ouros — კუდიანი (oura — კუდი).[4] საშუალო ზომის ფრინველებია, მათი სხეულის სიგრძეა 17–25 სმ. შეფერილნი არიან მოყავისფროდ: ზურგი მუქია, ფერად მოწითალო-ყავისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერი, ხოლო მუცელი ბევრად ღიაა, ფერად ჟანგისფერი ან მოწითალო. ყელი და ბუმბულის დაბოლოება თეთრია, რაც ფრინველებს ჭრელად წარმოაჩენს.[5] იკვებებიან ნაყოფებითა და თესლებით.[5] გავრცელებულნი არიან სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე: არგენტინისა და პერუს სამხრეთი რაიონებიდან ბოლივიამდე და ბრაზილიის ჩრდილოეთ რაიონებამდე. ბინადრობენ ღია ტერიტორიებზე, უმთავრესად პამპასებსა და მეჩხერი ტყის საძოვრებზე.[5]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — 845 с. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  • Галушин В. М., Дроздов Н. Н., Ильичев В. Д. и др. Фауна Мира: Птицы: Справочник / под ред. д.б.н. В. Д. Ильичева. — М.: Агропромиздат, 1991. — 311 с. — 50 000 экз. — ISBN 5-10-001229-3.
  • Коблик Е. А. Система рецентных и субрецентных палеогнат // Древненёбные птицы (очерки филогении, систематики, биологии, морфологии и хозяйственного использования) / Под ред. О. Ф. Черновой, Е. А. Коблика.. — М.: Т-во научных изданий КМК, 2010. — 212 с. — ISBN 978-5-87317-635-9.
  • Jobling J. A. The Helm Dictionary of Scientific Bird Names. — London: A&C Black Publishers Ltd, 2010. — 432 p. — ISBN 978-1-4081-2501-4.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бёме, Флинт, 1994, с. 12.
  2. Коблик, 2010, с. 54.
  3. ტინამუსებრნი (Tinamidae) საიტზე Handbook of the Birds of the World Alive
  4. Jobling, 2010, p. 386.
  5. 5.0 5.1 5.2 Галушин и др., 1991, с. 31.