ტინამუსნაირნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტინამუსნაირნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Tinamiformes | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ტინამუსნაირნი, ფარულკუდიანები (Tinamiformes), ფრინველთა რიგი. მათი სხეულის სიგრძე 20-53 სმ, მასა 200 გ - 1,5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან ამერიკის ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველებზე მექსიკიდან პატაგონიამდე. ფრენა არ უყვართ. ბუდედ იყენებენ მიწაში ამოთხრილ პატარა ორმოებს. დებენ 1-6 (12-მდე) კვერცხს, ინკუბაციის ხანგრძლივობა - 19-20 დღე-ღამე. კრუხობს მამალი. ფორმათა უმრავლესობა პოლიგამურია, ნაწილი - მონოგამიური. აღწერილია 56 სახეობა, რომელთაგან 14 ამომწყდარია. ტინამუსნაირნი იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით (მწერებით, სხვა უხერხემლოებით, პატარ-პატარა ქვეწარმავლებით). სანადირო ობიექტებია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 9, გვ. 720, თბ., 1985