ტედ კენედი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ კენედი
Edward Kennedy
ედუარდ კენედი Edward Kennedy
სენატორი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ნოემბერი, 1962 – 25 აგვისტო, 2009

დაბადებული 22 თებერვალი, 1932
ბოსტონი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი 25 აგვისტო, 2009
ჰაიანის-პორტი, მასაჩუსეტსი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული პარტია
პროფესია პოლიტიკოსი, ადვოკატი
რელიგია კათოლიკე
ხელმოწერა Ted Kennedy Signature.svg

ედუარდ მურ „ტედ“ კენედი (ინგლ. Edward Moore "Ted" Kennedy; 22 თებერვალი, 1932 - 25 აგვისტო, 2009) — იყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი და დემოკრატიული პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

არლინგტონის ეროვნული სასაფლაო

ტედ კენედი დაიბადა ბოსტონში (მასაჩუსეტსი) 1932 წლის თებერვალში. მისი სწავლის წლები ჰარვარდში 2 წლით შეწყვიტა სამხედრო სამსახურმა. მან დაამთავრა ვირჯინიის უნივერსიტეტი 1959 წელს და მისი ძმის, ჯონის, 1960 წლის კამპანიაში მონაწილეობდა. 1962 წელს იგი აირჩიეს მასაჩუსეტსის სენატორად. მისი კარიერის გათვალისწინებით იგი იყო პოტენციური პრეზიდენტობის კანდიდატი. 1969 წლის ზაფხულში მისი კარიერა დაირხა, რადგანაც იგი მოყვა საავტომობილო ინციდენტში, რომელმაც ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა. ეს ისტორია გადაიზარდა სკანდალში, მაგრამ კენედი მისგან მშრალი გამოვიდა. მაგრამ 1972 წელს უარი განაცხადა პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, და 1972 წელს კანდიდატი ჯიმი კარტერი გახდა.

კარტერის ეკონომიკურ პოლიტიკასთან უთანხმოების გამო, კენედიმ მიიღო მონაწილეობა 1980 წლის საარეჩევნო კამპანიაში. კარტერმა მოუგო კენედის, მაგრამ დემოკრატების გაყოფა დაეხმარა რონალდ რეიგანს კარტერის დამარცხებაში. ედუარდი დარჩა პარლამენტში და დაიმკვიდრა ადგილი იმ უდიდეს ლიბერალ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიცაა ფრანკლინ რუზველტი, ჰარი ტრუმენი, ჯონ კენედი და ლინდონ ჯონსონი.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: