ტაშტახტი
ტაშტახტი | |
---|---|
კოორდინატები: 41°32′35″ ჩ. გ. 42°34′44″ ა. გ. / 41.543306° ჩ. გ. 42.578889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2291 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ტაშტახტი — უღელტეხილი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილის სამხრეთით, მდინარე ხირხატისწყლის (სხალთის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2291 მ. ტაშტახტის მიდამო აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ანდეზიტური განფენებით. კალთები შემოსილია სუბალპური ბალახეულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 671.