მორავა (ჩეხეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორავა
Obrázok 015.jpg
ქვეყნები ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ავსტრიის დროშა ავსტრია
ქალაქები ოლომოუცი
ბრატისლავა.
სათავე კრალიცკი-სნეჟნიკის მთები
50°12′18″ ჩ. გ. 16°50′57″ ა. გ. / 50.20500° ჩ. გ. 16.84917° ა. გ. / 50.20500; 16.84917
სიგრძე 354 კმ
აუზის ფართობი 26 600 კმ²

მორავა (ჩეხ. Morava; გერმ. March; უნგრ. Morva) — მდინარე ცენტრალურ ევროპაში, მორავიის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე. სათავეს იღებს ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, პარადუბიცეს მხარეში, კრალიცკი-სნეჟნიკის მთებში და შემდეგ სამხრეთის მიმართულებით მიედინება. მდინარის ქვემოწელზე გაივლის სახელმწიფო საზღვარი ჩეხეთსა და სლოვაკეთს, ასევე ავსტრიასა და სლოვაკეთს შორის.

მორავაზე გაშენებული მნიშნელოვანი ქალაქებია ოლომოუცი (ჩეხეთი) და სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა. სათავიდან დაახლოებით 354 კმ დინების შემდეგ, სლოვაკეთში, ქალაქ დევინის სიახლოვეს დუნაის ერწყმის. მორავა ევროპის მდინარეებს შორის არადამახასიათებელი შავი წყლით გამოირჩევა.

მდინარის მთავარი შენაკადია დიე, რომელიც მას ქვემო ავსტრიისა და მორავიის საზღვართან უერთდება.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: