სტეფან უროშ V

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უროშ V

სტეფან უროშ V სუსტი {სერბ. Стефан Урош V Нејаки, 1336-1371) — მეფე სტეფან დუშანის ვაჟი და მემკვიდრე. ნემანიჩთა სახლის სერბეთის უკანასკნელი მეფე (1355-1371).

მმართველობა[რედაქტირება]

უროშის მმართველობის დროს ცენტრალური ხელისუფლება შესუსტდა და ბევრმა ადგილობრივმა მმართველმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ხელისუფლებისათვის არაერთ ნათესავს ებრძოდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი სიმეონ სინიში ნემანიჩი იყო. 1365 წელს გვირგვინი დაადგა ვუკაშინ მრნიავჩევიჩმა, რომლის შთამომავლობსაც უნდა გადასცემოდა ტახტი უროშის უშვილობის შემთხვევაში.

მეფე უროშის გარდაცვალების შემდეგ სერბეთმა, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა.

დააარსა მატეიჩის მონასტერი. აღიარებულია, როგორც განმანათლებელი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გარდაცვალებიდან 211 წლის შემდეგ.

მისი ძლევანი აღევლინება ნოვი-იაზიკის მონასტერში (ფრუშკა-გორა).