სტარაია-სარეპტა (მუზეუმ-ნაკრძალი)
ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „სტარაია-სარეპტა“ | |
---|---|
48°30′44″ ჩ. გ. 44°33′02″ ა. გ. / 48.51222° ჩ. გ. 44.55056° ა. გ. | |
დაარსდა | 1989 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Krasnoarmeysky District |
სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
დირექტორი | ანატოლი მალჩენკო |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი] |
ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „სტარაია-სარეპტა“ (რუს. Историко-этнографический и архитектурный музей-заповедник «Старая Сарепта») — უმსხვილესი კულტურული, ტურისტული, სასწავლო-კვლევითი და მეთოდური ცენტრი ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.
საგამოფენო კომპლექსი სტარაია-სარეპტა მოიცავს 7,1 ჰა ფართობის ტერიტორიას, 27 ნაგებობას, რომელთაგან 23 XVIII-XIX საუკუნეების ფედერალური მნიშვნელობის ძეგლია. ასევე მოიცავს მუდმივმოქმედ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ გამოფენებს, მხატვრების, ფოტოგრაფებისა და დეკორატორების ცვალებად გამოფენებს[1].
შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი სტარაია-სარეპტა შეიქმნა 1989 წელს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის, რელიგიური საძმოს კოლონიის სარეპტის ბაზაზე. სარეპტა იყო გერნგუტერების საძმო კავშირის პირველი და ერთადერთი კოლონია რუსეთის ტერიტორიაზე. სარეპტელებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ქვემო ვოლგისპირეთის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში. მათ შორის იყვნენ ისტორიკოსები, არქეოლოგები, ეთნოგრაფები, ეტიმოლოგები და ბოტანიკოსები.
გერმანული ექსპერიმენტალური ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გერმანული ექსპერიმენტალური ბიბლიოთეკა მდებარეობდა გერნგუტერების მიერ 1779 წელს აგებული ძველი შენობის მეორე სართულზე. ეს იყო უმსხვილესი გერმანული წიგნების ერთობლიობა სამხრთ რუსეთში. ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავდა 15 000 წიგნს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 1992 წელს მუზეუმში ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორი იყო იოჰან ტრაუბი, არნსბერგის საბიბლიოთეკო სამმართველოს ხელმძღვანელი.
კულტურის ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობს ოთხი კულტურის ცენტრი: რუსული, ყალმუხური, თათრული და გერმანული. ძმები ლანგერფელდების სახელობის გერმანული კულტურის ცენტი შედის რეგიონალური გერმანული კულტურული ავტონომიის შემადგენლობაში და მუშაობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალ სტარაია-სარეპტასთან 1990 წლიდან. მუზეუმის რუსულ ცენტრში შედის როლური მოდელირებისა და ისტორიული რეკონსტრუქციის კლუბი „Алатырь“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Официальный сайт დაარქივებული 2016-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Страница დაარქივებული 2014-03-22 საიტზე Wayback Machine. Музея-заповедника на сайте городской администрации
- culture.volganet.ru დაარქივებული 2012-09-26 საიტზე Wayback Machine. — Сарептской кирхе — 240
- culture.volganet.ru[მკვდარი ბმული] — Найден вход в подземелья Сарепты
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Страница Музея-заповедника на сайте городской администрации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-22. ციტირების თარიღი: 2018-05-29.