სოციოლოგიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოციოლოგიის ისტორია — მეცნიერება სოციოლოგიის, როგორც დისციპლინისა და ჰუმანიტარული ცოდნის დარგის, ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. სოციოლოგია წარმოიშვა განმანათლებლობის აზრიდან, საფრანგეთის რევოლუციიდან მალევე, როგორც პოზიტივისტური მეცნიერება საზოგადოების შესახებ. მისი წარმოშობა სხვადასხვაგვარი გადამწყვეტი ძვრების შედეგი იყო მეცნიერების ფილოსოფიასა და ცოდნის ფილოსოფიაში. სოციალურ ანალიზს ფართო გაგებით, როგორც არ უდნა იყოს, საერთო ფესვები აქვს ფილოსოფიასთან. თანამედროვე აკადემიური სოციოლოგია წარმოიშვა, როგორც რეაქცია მოდერნიზმზე, კაპიტალიზმზე, ურბანიზაციაზე, ფემინიზმზე, რაზიონალიზაციაზე და სეკულარიზაციაზე, ჰქონდა რა განსაკუთრებით დიდი ინტერესი თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოს წარმოშობისადმი; მისი შემადგენელი ინსტიტუტების, სოციალიზაციის ერთეულებისა და კონტროლის მისი ხერხებისადმი. აქცენტირება თანამედროვეობის, ვიდრე განმანათლებლობის გაგებისადმი, ხშირად გამოჰყოფს სოციოლოგიურ დისკუსიებს კლასიკური პოლიტიკური ფილოსოფიისგან[1].

მეცნიერებამდელი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურობაში ორი ტრადიციული მიდგომა არსებობდა საზოგადოებისადმი: საზოგადოება ბუნებრივია (არისტოტელე) და საზოგადოება ხელვონურია (პლატონი).

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანი წარმოგვიდგება, როგორც მსოფლიოს მოქალაქე, საუბარი მიდის კაცობრიობაზე მთლიანობაში. სამყარო — დიდი სახელმწიფოა. კაცობრიობა მასში ერთიანია. დომინირებდა რეგრესის იდეა: ადამიანი ბუნებით ცოდვილია.

აღორძინების ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიწყო ისეთი მოაზროვნეების უტოპიური იდეების წარმოშობა, როგორებიც იყვნენ: ტომას მორი (1478—1538), ტომაზო კამპანელა (1568—1639), ფრენსის ბეკონი (1561—1626). მაკიაველი მოასწავებს სოციალური უტოპიზმიდან პოლიტიკურ რეალიზმზე გადასვლას. შექმნა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების გაყოფის თეორია.

ახალი ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას ჰობსმა (1588—1679) შექმნა საზოგადოებრივი ხელშეკრუბელის მცნება. მის ნაშრომ „ლევიათანში“ ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებისადმი გადასვლას და ხელისუფლების ლეგიტიმურობის ახსნას.

ჯონ ლოკი (1632—1704). ბუნებრივი მდგომარეობა ლოკის მიხედვით — თანაბარუფლებიანობა, სადაც ბატონობენ გონის კანონები. სახელმწიფო — სურვილი შეინახოს თავისუფლება და ბუნებრივობა. მთავარი განსხვავება ბუნებრივი მდგომარეობისა სამოქალაქოსგან — საერთო დადგენილი კანონის არსებობა. საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადება, ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფლებას.

ტიურგომ (1727—1781) შექმნა სოციალური პროგრესის იდეა, შემდგომში მას ავითარებდა კონდორსე. პროგრსი — კაცობრიობის არსებობის ძირითადი კანონი. ყველაფერს მივყავართ პროგრესისაკენ. სხვადასხვა ერები სხვადასხვაგვარად ვითარდებიან, რადგან მათში ნიჭიერი ადამიანების განსხვავებული რაოდენობაა. განათლებას მივყავართ პროგრესისკენ. პროგრესის სისწრაფე დამოკიდებულია ვითარებაზე.

საზოგადოების აღწერის პირველი მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგიუსტ კონტი

მეცნიერულ ხმარებაში ტერმინი „სოციოლოგია“ პირველად ოგიუსტ კონტმა (1798—1857) შემოიტანა (1832 წელს[2]) , რომელიც 1842 წელს პოზიტიური ფილოსოფიის დამაარსებელი გახდა. ოგიუსტ კონტი თავის ნაშრომებს ცნობილი უტოპისტი-ფილოსოფოსის სენ-სიმონის (1760—1825) პირად მდივნად ყოფნისას ქმნიდა, მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა ოგიუსტ კონტის მეცნიერული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.

სოციოლოგიაში კონტს ესმოდა ცოდნის მთელი ერთობლიობა საზოგადოების შესახებ. მისი აზრით, სოციოლოგიამ ბუნებისმეტყველებიდან უნდა აიღოს ისეთი მეთოდები, როგორიც არის დაკვირვება, ცდა და შედარებითი ანალიზი. კონტი სოციოლოგიას სოციალურ სტატიკად და სოციალურ დინამიკად ყოფდა. კონტის მიხედვით სოციოლოგია იკვლევს ისტორიული განვითარების კანონებს, რადგან საზოგადოებრივი მოვლენების არსი მათ ისტორიულობაშია. ოგიუსტ კონტი ითვლება სოციოლოგიის დამაარსებლად, რადგან მან პირველმა დააყენა საკითხი საზოგადოების შესახებ შემაჯამებელი მეცნიერების შექმნის აუცილებლობის შესახებ, თუმცაღა რეალური ფუნდამენტი ამ მეცნიერების შექმნისთვის ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჩაიყარა სხვადასხვა მკვლევარების მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯონ ჰარისი The Second Great Transformation? Capitalism at the End of the Twentieth Century in Allen, T. და ალან ტომასი (ედ.) Poverty and Development in the 21st Century', Oxford University Press, ოქსფორდი. გვ.325.
  2. Socium.ge: სოციოლოგიური თეორიების ისტორიული მიმოხილვა: ადრინდელი წლები