სომხეთ-სერბეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-სერბეთის
Map indicating locations of Armenia and Serbia

სომხეთი

სერბეთი

სომხეთ-სერბეთის ურთიერთობები — მოიცავს სომხეთსა და სერბეთს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას. დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ჯერ კიდევ სომხეთსა და იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 1993 წლის 14 იანვარს. სომხეთს აქვს კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, სადაც სერბეთი მხარს უჭერს მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას. სერბეთს აქვს დავა კოსოვოსთან სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით, სადაც სომხეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ორივე ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, პარტნიორობა მშვიდობისათვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის წევრია.

სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთიდან სერბეთში ექსპორტზე გადის ჯართი და მექანიკური ტექნიკა, ხოლო სერბეთიდან სომხეთში ექსპორტით შედის საკვები პროდუქტები.[1] ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა 8,2 მილიონ აშშ დოლარამდე. [2] 2013 წელს, სომხეთიდან ესპორტზე გავიდა ძირითადად სამთო მასალები, ასევე სპილენძი, ტანსაცმელი, გამოყენებული ავეჯი და მათი ნაწილები, ხოლო სერბეთიდან ძირითადად გავიდა მედიკამენტები, აპარატურა, სასოფლო-სამეურნეო მოსავალი, ღვეზელები და წინდები.[3] სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან მრკიცმა განაცხადა 2014 წლის მარტში, რომ სოფლის მეურნეობა, წყლის მენეჯმენტი, ქიმიური, ნავთობქიმიური და ფარმაცევტული ინდუსტრიები, ისევე როგორც ტურიზმი, ესენი იყო ის სფეროები, რომლებიც თანამშრომლობის საუკეთესო პერსპექტივებს გვთავაზობდნენ.[4] სომხეთსა და სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მართალია შეადგენს მცირე მოგებას, მაგრამ ორივე ქვეყანამ პირობა დადო, რომ გააფართოებს ამ ურთიერთვაჭრობას.[5]

პირველი სომხურ-სერბული ბიზნესფორუმი ერევანში გაიმართა 2014 წლის მარტში, რომელიც გაიხსნა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივან მრკიცის ვიზიტის დროს.[2]

სავიზო რეჟიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ოქტომბერში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება იწყება სომხეთისა და სერბეთს შორის. [5] 2015 წლის თებერვალში, სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა სერბეთთან შეთანხმებას, არაპოლიტიკური პასპორტების მქონე პირთათვის ქვეყანაში შესვლისა და ვიზის მოთხოვნების გაუქმების შესახებ. სომხეთის მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება გაამართლა და თქვა, რომ „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთსა და სერბეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება შეიძლება გახდეს დამატებითი სტიმული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური,ტურისტული, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერებას“.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ministry of Foreign Affairs of Armenia & 7 February 2014.
  2. 2.0 2.1 ARKA News Agency & 11 March 2014 (b).
  3. Armenian Development Agency & 11 March 2014.
  4. Ministry of Foreign Affairs of the Republic of Serbia & 11 March 2014.
  5. 5.0 5.1 RTRS & 2 October 2014.
  6. ARKA News Agency & 12 February 2015.