სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2015)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენეალოგია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის რეპეტიციაზე

სომხეთი მონაწილეობდა 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც ვენაში, ავსტრიაში გაიმართა. სომხეთის წარმომადგენელი შიდა შერჩევის გზით აირჩია სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (AMPTV). სომხეთი სიმღერით „Face the Shadow“ წარმოადგინა ჯგუფმა გენეალოგია, რომელიც სომხური დიასპორის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესაი ალტუნიანი, ჯგუფ გენეალოგიის ერთ-ერთი წევრი

2015 წლამდე სომხეთმა ევროვზიის სიმღერის კონკურსზე რვაჯერ მიიღო მონაწილეობა (2006 წლიდან მოყოლებული).[1] ამ დრომდე სომხეთის საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო, რომელიც ქვეყანამ ორჯერ დაიკავა: 2008 წელს, სიმღერით „Qélé, Qélé“, რომელიც სირუშომ შეასრულა და 2014 წელს სიმღერით „Not Alone“, რომელიც არამ mp3-მა შეასრულა. სომხეთმა ფინალისთვის კვალიფიცირების ეტაპი ერთხელ, 2011 წელს ვერ გაიარა. სომხეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა 2012 წელს, მასპინძელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობები გამო.[2]

2015 წლისთვის ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევის პროცესი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიამ წარმართა, რომელმაც ევროვიზიის სიმღერის პროცესიც გადასცა. [3]წარსულში სომხეთი წარმომადგენლებს სხვადასხვა მეთოდით ირჩევდნენ, მათ შორის ევროვიზიაზე ქვეყნის შემსრულებლის, სიმღერის ან ორივეს შესარჩევი ნაციონალური ფინალიც. შიდა შერჩევის პროცესი 2015 წლის წარმომადგენლის შესარჩევადაც გამოიყენეს. 2014 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შიდა შერჩევის მეთოდით როგორც შემსრულებელი, ისე სიმღერა შეარჩია. აღნიშნული მეთოდი სომხეთმა მანამდე მხოლოდ ერთხელ, ქვეყის დებიუტისას, 2006 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის გამოიყენა.[4][5]

შიდა შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 11 თებერვალს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელი ჯგუფი „გენეალოგია“ იქნებოდა, რომელიც სიმღერას „Face The Shadow“ შეასრულებდა. ჯგუფი სწორედ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სომხეთის წარდგენისთვის ჩამოყალიბდა. სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის სომხური დიასპორის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რათა ექვსი მომღერალი შეერჩიათ.[4][5][6][7] ჯგუფის პირველ წევრად 2015 წლის 16 თებერვალს ფრანგი-სომეხი მომღერალი, ესაი ალტუნიანი შეარჩიეს.[8] ჯგუფის მეორე წევრი 20 თებერვლისთვის გახდა ცნობილი - ამერიკელი სომეხი თამარ კაპრელიანი.[9] მესამე წევრი 23 თებერვალს გამოაცხადეს - სომეხი-ეთიოპიელი მომღერალი, ვაჰე ტილბიანი.[10] 2015 წლის 27 თებერვალს ჯგუფის მეოთხე წარმომადგენლად აშშ-ში დაბადებული სომეხი-ამერიკელი-იაპონელი მომღერალი სტეფანი ტოპალიანი აირჩიეს.[11] იგი ჯგუფში აზიის წარმომადგენელი იყო. ჯგუფის მეხუთე წევრი 2015 წლის 3 მარტს გამოაცხადეს - მერი-ჯინ ო'დოერტი, სომხური წარმოშობის ავსტრალიელი ოპერის მომღერალი.[12] ჯგუფის ბოლო წევრი 12 მარტს გახდა ცნობილი: ინგა არშაკიანი, რომელიც 2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დასთან ერთად წარმოადგენდა სომხეთს.

ევროვიზიაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროვიზიის წესების თანახმად, ყველა ქვეყანას, გარდა მასპინძელი ქვეყნისა (ავსტრია), სპეციალური სტუმრის (ავსტრალია) და „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო), ფინალში მოსახვედრად ორიდან ერთ-ერთ ნახეარფინალში გამოსვლა სჭირდებოდათ. ორივე ნახევარფინალიდან თითოეულის პირველი ათეული ფინალში გადადის. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების საფუძველზე მონაწილე ქვეყნებს 6 სხვადასხვა ჯგუფში ათავსებს. 2015 წლის 26 იანვარს სპეციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ნახევარფინალებში განაწილდნენ და ისიც განისაზღვრა, თუ შოუს რომელ ნაწილში გამოვიდოდნენ. სომხეთი პირველ ნახევარფინალში მოხვდა, რომელიც 2015 წლის 19 მაისს უნდა გამართულო. სომხეთის წარმომადგენელს შოუს პირველ ნაწილში უწევდა გამოსვლა.[13] ნახევარფინალში სომხეთმა 77 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. ფინალში სომხეთმა 34 ქულა მიიღო, რითიც მე-16 ადგილი დაიკავა.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2015

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia Country Profile. EBU. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  2. Kramer, Andrew E.. (7 March 2012) Armenians Are Shunning Song Contest in Azerbaijan. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  3. Jiandani, Sanjay. (14 September 2014) Armenia: ARMTV confirms participation in Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  4. 4.0 4.1 «Եվրատեսիլ-2015»-ի Հայաստանի մասնակցի անունը հայտնի կդառնա փետրվարին Armenian. Armenia 1 (12 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  5. 5.0 5.1 van Lith, Nick. (12 January 2015) Armenia: Internal selection for ARMTV. escXtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  6. Brey, Marco. (11 February 2015) Armenia to be represented by Genealogy!. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 11 February 2015.
  7. Հայոց Ցեղասպանությունը, որը դեռևս քաղաքական նուրբ խնդիր է, գրեթե հասել է Եվրատեսիլ երգի մրցույթին. interpress.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2015-02-15.
  8. Marco Brey. Armenia: First artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 16 February 2015.
  9. Marco Brey. Armenia: Second artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
  10. Marco Brey. Armenia: Third artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 23 February 2015.
  11. Marco Brey. Armenia: Fourth artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 27 February 2015.
  12. Marco Brey. Armenia: Fifth artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 3 March 2015.
  13. This was Eurovision in Concert 2019 in Amsterdam (6 April 2019).