სოლ ლევიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოლ ლევიტი (Sol LeWitt; დ. 9 სექტემბერი, 1928 — გ. 8 აპრილი, 2007) — ამერიკელი მხატვარი, მინიმალიზმისა და კონცეპტუალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. კონცეპტუალიზმის თეორიული ნაშრომების ავტორი. სახელი მოიხვეჭა 1960-იან წლებში კედლის ნახაზებითა და "სტრუქტურებით" (ტერმინი, რომელსაც თავად "სკულპტურებს" ამჯობინებდა), თუმცა დიდი რაოდენობის სხვა ჟანრის ნამუშევრები ეკუთვნის, მათ შორის ლითოგრაფიასა და ფერწერაში.

1965 წლის შემდეგ მრავალი პერსონალური გამოფენის ობიექტი გამხდარა მსოფლიოს მუზეუმებსა თუ გალერეებში. მისი ორ- და სამგანზომილებიანი ნაშრომები მოიცავს კედლის ნახაზებს (რომელთაგან 1200 შემდეგ აწყობილ იქნა) და ასობით ნამუშევარს ქაღალდზე, რომლებიც კოშკების, პირამიდების, გეომეტრიული პროგრესიების ფორმის სტრუქტურებს გამოსახავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]