Skype
Skype (სკაიპი) - არის უფასო (კერძო) პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფასო საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. ასევე არსებობს ფასიანი ხელმოწერა საერთაშორისო, რეალური ნომრისთვის და ფასიანი საერთაშორისო ზარებისთვის, მაგალითად ფიჭურ ტელეფონებზე ზარების განხორციელებისთვის.
სექციების სია |
[რედაქტირება] SkypeMe რეჟიმი
SkypeMe სახე, სკაიპის ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ მათ დაინახონ, რომ თქვენ ხართ ხაზზე და მზად ხართ ხმოვანი ან შეტყობინებებით საუბრისთვის. Skype-ის მომხმარებლებში შედის ის ხალხიც, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ, ან არ გყავს საკონტაქტო სიაში. SkypeMe სახე უქმდება თქვენი პირადი პარამეტრებიდან.
იმისთვის რომ გადავიდეთ SkypeMe სახეზე აუცილებელია შევასრულოთ შემდეგი ოპერაცია :
Skype Windows-ისათვის, იმოქმედეთ მენიუს ბრძანებით File –> Change Online Status.
Skype Mac ოპერაციული სისტემისათვის იმოქმედეთ მენიუს ბრძანებით Account -> Change Status.
[რედაქტირება] არქივი
Skype აარქივებს თქვენს საუბარს თქვენთვისვე და აღადგენს მას ლოკალური კომპიუტერიდან, თუ თქვენ ჩართული გაქვთ ეს პარამეტრი. საუბრის ისტორიის ქსელიდან აღდგენა შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერ ნახავს თქვენს და იმ პიროვნების გარდა ვისაც ესაუბრეთ.
იმისთვის რომ ჩავრთოთ, ან გამოვრთოთ ეს ფუნქცია ოპერაციულ სისტემა Windows-ზე არსებული Skype-თვის, უნდა შევასრულოთ მოქმედება : Skype --> Tools -> Options --> Privacy. აქ შეიძლება ჟურნალირების ჩართვა/გამორთვა.
იმისთვის რომ ჩავრთოთ, ან გამოვრთოთ ეს ფუნქცია ოპერაციულ სისტემა Mac-ზე არსებული Skype-თვის, უნდა შევასრულოთ მოქმედება : Skype -> Preferences -> Chat, სადაც თქვენ ჩართავთ. აქ შეიძლება ჟურნალირების ჩართვა/გამორთვა.
ზარები არ არქივირდება!
[რედაქტირება] ჯგუფური საუბარი
ჯგუფური საუბარი არის საუბარი სამ, ან მეტ მომხმარებელს შორის.
[რედაქტირება] ავტორიზირებასთან დაკავშირებული პრობლემები
Skype-დან გამოსვლის შემდეგ ბევრს პრობლემა აქვს ხელმეორედ ავტორიზებასთან.
პირველ რიგში დარწმუნდით რომ სწორად შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. თუ თქვენ დაგავიწყდათ პაროლი, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ახალი პაროლი : აქ.
თუ თქვენ სწორად შეგყავთ მომხმარებილის სახელი და პაროლი, ხოლო ავტორიზებასთან პრობლემები მაინც გაქვთ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს თქვენი კავშირი ინტერნეტთან. პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება შემდეგი მეთოდებით :
1.გთხოვთ დარწმუნდეთ რომ გაქვთ Skype-ის უკანასკნელი ვერსია, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია : ამ გვერდიდან.
2. დახურეთ Skype.
3. თუ თქვენ გაქვთ მარშრუტიზატორი, მაშინ სცადეთ მისი გადატვირთვა.
4. თუ თქვენ იყენებთ proxy სერვერს, დარწმუნდით რომ თქვენ მითითებული გაქვთ proxy-ს ყველა პროგრამაში - Internet Explorer - Tools > Internet Options > Connections > LAN settings და Skype-ში Tools > Options > Connection.
5. თუ თქვენ იყენებთ Windows-ში ჩაშენებულ ქსელურ ფარს, მაშინ იმოქმედეთ მენიუს ბრძანებაზე Start menu Settings -- Control Panel -- Windows firewall. თუ ჩართულია პარამეტრი ”Don't allow exceptions (არ დაუშვა გამონაკლისები)”, მაშინ გამორთეთ ის. გადადით exceptions (გამონაკლისები) ჩანართზე. თუ სიაში არის Skype, მაშინ წაშალეთ ის. Skype-ის ჩართვისას ქსელური ფარი გკითხავთ დაუშვას თუ არა გამონაკლისი. ამის შემდეგ საჭიროა დაადასტუროთ გამონაკლისის დაშვებაზე.
6. თუ თქვენ იყენებთ სხვა ქსეკლურ ფარს, მაშინ იმოქმედეთ მენიუს ბრძანებაზე Start menu --All Programs და მონიშნეთ თქვენი firewall. დარწმუნდით რომ გამონაკლისები დაშვებულია. გადადით Exceptions (გამონაკლისები) ჩანართზე. თუ სიაში არის Skype, მაშინ წაშალეთ ის. Skype-ის ჩართვისას ქსელური ფარი გკითხავთ დაუშვას თუ არა გამონაკლისი. ამის შემდეგ საჭიროა დაადასტუროთ გამონაკლისის დაშვებაზე.
7. ჩართეთ Skype.
თუ ეს არ დაგეხმარათ, მაშინ იხილეთ შემდეგი ბმული
[რედაქტირება] საწარმოო ბრუნვა და სტატისტიკა
| წელი | კვარტალი | მომხმარებელთა რაოდენობა, მლნ[1][2][3][4][5][6] |
ადამიანთა რაოდენობა ქსელში, მლნ ადამიანი |
skype-ის შიდა ზარების რაოდენობა, მლრდ წუთი |
skype-ის გარე ზარების რაოდენობა, მლრდ წუთი |
შემოსავალი მლნ დოლარი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 2005 | IV | 74,7 | 10,8 | — | — | — |
| 2006 | I | 94,6 | 15,2 | 6,9 | 0,7 | 35 |
| 2006 | II | 113,1 | 16,6 | 7,1 | 0,8 | 44 |
| 2006 | III | 135,9 | 18,7 | 6,6 | 1,1 | 50 |
| 2006 | IV | 171,2 | 21,2 | 7,6 | 1,5 | 66 |
| 2007 | I | 195,5 | 23,2 | 7,7 | 1,3 | 79 |
| 2007 | II | 219,6 | 23,9 | 7,1 | 1,3 | 90 |
| 2007 | III | 245,7 | 24,2 | 6,1 | 1,4 | 98 |
| 2007 | IV | 276,3 | 27,0 | 11,9 | 1,6 | 115 |
| 2008 | I | 309,3 | 31,3 | 14,2 | 1,7 | 126 |
| 2008 | II | 338,2 | 32,0 | 14,8 | 1,9 | 136 |
| 2008 | III | 370 | 33,7 | 16 | 2,2 | 143 |
| 2008 | IV | 405 | 36,5 | 20,5 | 2,6 | 145 |
| 2009 | I | 443 | 42,2 | 23,6 | 2,9 | 153 |
| 2009 | II | 483 | — | 25,5 | 3,0 | 170 |
| 2009 | III | 521 | — | 27,7 | 3,1 | 185 |
| 2009 | IV | 560 |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Skype-ის ოფიციალური გვერდი
- ფორუმი, სადაც ხდება განხილვა ქართულენოვან Skype-ზე
- Portable Skype (Windows)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ eBay Inc. reports third quarter 2006 results. ??? (???). წაკითხვის თარიღი: ???.
- ↑ eBay Inc. reports first quarter 2007 results. ??? (???). წაკითხვის თარიღი: ???.
- ↑ eBay Inc. reports first quarter 2008 results. ??? (???). წაკითხვის თარიღი: ???.
- ↑ Skype is the limit thanks to recession
- ↑ Skype fast facts Q4 2008. ??? (???). წაკითხვის თარიღი: ???.
- ↑ Skype facts Q1 2009. ??? (???). წაკითხვის თარიღი: ???.
