თალმუდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თალმუდი (ებრ. תַּלְמוּד talmūd), დიდი იუდეველი რაბინების (ღვთისმსახურების), თალმუდისტების მიერ შეკრებილი და შედგენილი მოძღვრების კრებული ძვ. წ. II საუკუნიდან დაწყებული ახ. წ. VI საუკუნემდე. წარმოადგენს იუდაიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თხზულებას. ითვლება თორას (ღმერთის მიერ მოსესათვის ზეგარდმოვლენილი წმინდა კანონის) ჭეშმარიტ განმარტებად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 343 – "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.