სილვია პლათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილვია პლათი
ინგლ. Sylvia Plath
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1932(1932-10-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ბოსტონი
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1963(1963-02-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] (30 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
დასაფლავებულია Heptonstall
ფსევდონიმი Victoria Lucas[14]
საქმიანობა პოეტი[13] , მწერალი[15] , რომანისტი, ესეისტი, ავტობიოგრაფი, დღიურის ავტორი და საბავშვო მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი სმითის კოლეჯი და ნიუნჰემის კოლეჯი
ჟანრი აღმსარებლობითი პოეზია
Magnum opus მინის ქილის ქვეშ, არიელი[16] და The Colossus[17]
ჯილდოები პულიცერის პრემია პოეზიისათვის[18] , გლასკოკის პრემია და ფულბრაიტის სტიპენდია
მეუღლე ტედ ჰიუზი
შვილ(ებ)ი ფრიედა ჰიუზი და ნიკოლას ჰიუზი
ხელმოწერა
საიტი sylviaplath.info

სილვია პლათი, (ინგლ. Sylvia Plath; დ. 27 ოქტომბერი, 1932, ბოსტონი — გ. 11 თებერვალი, 1963, ლონდონი) — ამერიკელი პოეტი და მწერალი. მისი შემოქმედება ძირითადად ლექსებს მოიცავს, თუმცა მასში შედის ასევე ერთი რომანი, ნოველები, საბავშვო წიგნები და ესსეები. პლათი უმეტესწილად ცნობილია როგორც პოეტი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი რომანი ზარხუფი, რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და დეტალურად ასახავს ავტორის დეპრესიულ პერიოდს.

1963 წელს თვითმკვლელობის შემდეგ სილვია პლათი ანგლო-საქსონურ ქვეყნებში სიმბოლურ ფიგურად, კერპად იქცა. მასში ფემინისტები ხედავდნენ იმ სამყაროს მიერ გათელილ ქალურ გენიას, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია პლათი დაიბადა 27 ოქტომბერს, 1932 წელს ბოსტონში, იამაიკა პლეინის უბანში. დედამისი, აურელია შობერ პლათი(1906-1994), წარმოშობით ავსტრიელი იყო, ხოლო მამა, ოტო პლათი(1885-1940), გერმანიიდან, კერძოდ კი გრაბოვიდან ემიგრირდა ამერიკაში. პლათის მამა იყო ენტომოლოგი და ბიოლოგიის პროფესორი ბოსტონის უნივერსიტეტში. მან აგრეთვე დაწერა წიგნი ფუტკრებზე.1935 წლის 27 აპრილს დაიბადა პლათის ძმა, უორენი.

1936 ოჯახი საცხოვრებლდ უინთროპში, მასაჩუსეტსში გადავიდა. პლათის დედა, აურელია, აქ გაიზარდა. მისი ბებია-ბაბუაც, დედის მხრიდან, უინთროპში, პოინტ შირლის რაიონში ცხოვრობდნენ. ეს ადგილმდებარეობა შემდგომში პლათის პოეზიაშიცაა ნახსენები. სწორედ უინთროპში ყოფნისას, ბოსტონ ჰერალდის ბავშვთა რუბრიკაში, გამოქვეყნა რვა წლის სილვიამ თავისი პირველი ლექსი. მომდევნო წლებში მისი მრავალი ლექსი დაიბეჭდა ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში. წერის გარდა პლათი მხატვრობაშიც წარმატებული იყო. მან 1947 წელს Scholastic Art & Writing Awards-ის ჯილდოც მოიპოვა თავისი ნახატებისთვის.

1940 წლის 5 ნოემბერს, სილვიას დაბადების დღიდან კვირანახევრის შემდეგ, გარდაიცვალა ოტო პლათი. მიზეზი ტერფის ამპუტაციის შემდეგ დიაბეტით გამოწვეული გართულებები იყო. ოტო მალე გარდაიცვალა მისი მეგობრის ფილტვის კიბოთი დაღუპვის შემდეგ.  მეგობრისა და საკუთარი სიმპტომების შედარებისას, ოტომ დაიჯერა, რომ მასაც ფილტვის კიბო ჰქონდა და არ ეძებდა განკურნების საშუალებას, ვიდრე დიაბეტის პროგრესირებამ საგანგაშო ნიშნულს არ მიაღწია. პლათი ბავშვობიდან როგორც უნიტარიანი ქრისტსიანი, ისე იყო აღზრდილი, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრების ბოლომდე, გაორებული დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი. ოტო უინტროპის სასაფლაოზე დაკრძალეს. მოგვიანებით, პლათის ვიზიტმა მამის საფლავზე, შთააგონა ის, რომ დაეწერა ლექსი Electra on Azalea Path.ოტოს გარდაცვალების შემდეგ, 1942 წელს აურელია ბავშვებთან და მშობლეთან ერთად უელესლიში გადავიდა. პლათმა აქ დაამთავრა ბრედფორდის საშუალო სკოლა(ახლა უელესლის საშუალო სკოლა) 1950 წელს. სკოლის დამთავრებიდან მალევე, პლათმა გამოაქვეყნა მისი პირველი ნაციონალური პუბლიკაცია Christian Science Monitor-ში.

მომდევნო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს სილვია პლათი ქალებისთვის განკუთვნილ ამერიკულ უნივერსიტეტში, Smith College-ში იწყებს სწავლას. ამ პერიოდში მას უკვე დაწყებული აქვს მანიაკალურ-დეპრესიული შეტევები, რაც თვითმკვლელობის პირველი მცდელობის საფუძველი ხდება. მოგვიანებით, 1963 წელს თავის ავტობიოგრაფიულ რომანში "ზარხუფი" იგი აღწერს 1953 წლის დეპრესიის პერიოდს. მიუხედავად ამისა, პლათი წარმატებით ამთავრებს ინსტიტუტს და 1955 წელს იღებს დიპლომს.

1956 წელს სილვია პლათი იღებს სტიპენდიას კემბრიჯის უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც იგი გაიცნობს ახალგაზრდა ინგლისელ პოეტს, ტედ ჰიუზს. ისინი რამდენიმე თვეში დაქორწინდებიან და ლონდონში ცხოვრობენ. ამ დროს სილვია მეუღლის ლექსების ბეჭდვითა და საოჯახო საქმეებით უფროა დაკავებული ვიდრე საკუთარი შემოქმედებით.

1957 - 1959 წლებში ცოლ-ქმარი აშშ-ში ცხოვრობენ, სადაც სილვია იძულებულია დროებით იმუშაოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამავე დროს მასწავლებლის ადგილს მიიღებს თავის ყოფილ უნივერსიტეტში, Smith College-ში. პარალელურად ესწრება ამერიკელი პოეტის, რობერტ ლოუელის ლექციებს, სადაც გაიცნობს ან სექსტონს. 1959 წელს სილვია ორსულადაა და წყვილი ლონდონში ბრუნდება. 1960 წელს მათი პირველი შვილი, ფრიდა იბადება, ორი წლის შემდეგ კი მეორე შვილი - ნიკოლა.

მალე სილვია და ტედი ლონდონიდან საცხოვრებლად ინგლისის ერთ-ერთ სოფელში, დევონის საგრაფოში გადადიან. 1960 წელს სილვია პლათის პირველი კრებული გამოდის სახელწოდებით The Colossus. 1962 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება, რისი მიზეზიც ერთი მხრივ სილვიას ფსიქიატრიული შეტევებია, მეორე მხრივ კი ტედის სასიყვარულო კავშირი ერთ-ერთი მეგობარი პოეტის ცოლთან. სიბრაზისა და დეპრესიის ეს პერიოდი პლათის შემოქმედებაში ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა.

1962 წელს სილვია ორ შვილთან ერთად ისევ ლონდონში ბრუნდება, თუმცა ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდება. 1963 წლის 11 თებერვალს საკუთარ სამზარეულოში გაზით იწამლავს თავს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია პლათი პირველი პოეტი იყო, რომელმაც 1982 წელს გარდაცვალების შემდეგ მიიღო პულიცერის პრემია. 1998 წელს გამოდის ტედ ჰიუზის უკანასკნელი პოეტური კრებული Birthday Letters, რომელიც ეძღვნება სილვია პლათს და ავტორი ერთგვარად ცდილობს ახსნას ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობა. ეს არის XX საუკუნის ყველაზე მეტად გაყიდვადი წიგნი, რომლის ილუსტრაცია ეკუთვნის ტედისა და სილვიას ქალიშვილს, ფრიდას.

სილვიას პირველი კრებული The Colossus კრიტიკამ დადებითად მიიღო, თუმცა ხშირად აღნიშნავენ, რომ იგი ზედმეტად კონვენციურია და აკლია პოეტის შემდგომი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი სიმძაფრე.

მომდევნო კრებული, არიელი წინა ნაწარმოებებისგან რადიკალურად განსხვავდება. ამ კრებულით პლათი უკვე შედის კონფესიონალიზმის სახელით ცნობილ მიმდინარეობაში. არიელში შემავალი ტექსტები, განსაკუთრებით ავტობიოგრაფიული ლექსები, ხასიათდება დიდი სიმძაფრით და ღიად აღწერს ავტორის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას.

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კოლოსი (1960)
  • არიელი (1965)
  • ზამთრის ხეები (1971)

პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზარხუფი (1963)

საბავშვო ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 RKDartists
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 FemBio database
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. Czech National Authority Database
  15. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  16. https://poets.org/poet/sylvia-plath
  17. https://www.poetryfoundation.org/poems/89119/the-colossus
  18. https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/224