სილვესტერ სტალონე
მაიკლ სილვესტერ გარდენზიო სტალონე (ინგლ. Michael Sylvester Gardenzio Stallone; 6 ივლისი, 1946), ცნობილი როგორც სილვესტერ სტალონე ან სლაი — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, რეჟისორი. სტალონე ცნობილია თავისი მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური როლებით. მისი როლებიდან გამორჩეულია და მსახიობის რეპუტაციაზე გავლენის მქონეა მოკრივე როკი ბალბოა და ჯარისკაცი რემბოს პერსონაჟები.
ადრეული ცხოვრება [რედაქტირება]
სილვესტერ სტალონე დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, ფრენკ სტალონესა და ჯეკი სტალონეს ოჯახში. მამამისი ფრანკ სტალონე პარიკმახერი იყო, დედა, ჯეკი სტალონე (ჟაკლინი) კი - ასტროლოგი, ყოფილი მოცეკვავე და ქალთა ჭიდაობაში პრომოუტერი. სლაის უმცროსი ძმა ფრენკ სტალონე მსახიობი და მომღერალია. სტალონეს მამა დაიბადა გოია დელ კოლში (აპულია, იტალია) და ბავშვობაში აშშ-ში ემიგრირებით გადასახლდა. სლაის დედა ნახევრად რუსულ-ებრაული და ფრანგული წარმოშობისაა.