სერგი ბოგუსლავსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგი ბოგუსლავსკი
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1883[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[1] [2]
გარდ. თარიღი 3 სექტემბერი, 1923(1923-09-03)[1] [2] (39 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი[1]
მუშაობის ადგილი სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ფრაიბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[1]

სერგი ბოგუსლავსკი (რუს. Сергей Анатольевич Богуславский; დ. 1 დეკემბერი, 1883, მოსკოვი — გ. 3 სექტემბერი, 1923, მოსკოვი) — რუსი თეოტირიკოს-ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგი ანატოლის ძე ბოგუსლავსკი დაიბადა მოსკოვში 1883 წლის 1 დეკემბერს, მასწავლებლის ოჯახში. 1894 წლიდან 1901 წლამდე სერგი სწავლობდა მოსკოვის მეოთხე გიმნაზიაში. ამ წელს იგი დაავადდა ტუბერკულოზით და სიმწიფის ატესტეტი გამოცდების ჩაუბარებლად მისცეს. ავადმყოფი ჭაბუკი სამკურნალოდ შვეიცარიაში წაიყვანეს და მხოლოდ 4 წლის შემდეგ შეძლო სწავლის გაგრძელება: 22 წლის შედის ფრეიბურგის უნივერსიტეტში; ორი წლის შემდეგ იგი გადადის იმ დროს სახელმოხვეჭილი გეტინგენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. იქ ფიზიკოსთა სკოლას მეთაურობდა პროფესორი ვ. ფოხტი. თვითონ ფოხტი კი კრისტალთა ფიზიკაში მუშაობდა, მაგრამ მუიხედავად ამისა, შესანიშნავად ხელმძღვანელობდა თეორიული ფიზიკის სხვადასხვა დარგში მომუშავე ახალგაზრდა ფიზიკოსებს. ამ სკოლიდან გამოსულმა თეორიტიკოსებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს XX საუკუნის I ნახევრის თეორიული ფიზიკის განვითარებაში.

სერგი ბოგუსლავსკის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909-1911 წლებში ბოგუსლავსკის ავადმყოფობამ კვლავ შეუქცია, რის გამოც მუშაობდან გამოითიშა. 1913 წელს იგი აბარებს სადოქტორო გამოცდებს ფიზიკაში, მათემატიკასა და ასტრონომიაში და იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „პლატინაციანადის იტრიუმის ოპტიკური თვისებების შესახებ“. ეს თემა მას თვით ფოხტმა შესთავაზა. იგი მიზნად ისახავდა ჰაუსვალდტის მიერ პლატინაციანიდის კრისტალებში მუღებული ინტერფერენციული მოვლენების ფოტოგრაფიის თეორიულ ახსნას. დასმულ საკითხს ბოგუსლავსკიმ ჯეროვნად მოუარა. კრისტალთა ოპტიკის სპეციალისტების აზრით, ამ შრომას დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. სერგი ბოგუსლავსკის პირველი შრომა გამოქვეყნდა გერმანულ ჟურნალში „ Physikalische Zeitschrift“ 1912 წელს სათაურით „პოინტინგის ვექტორის ველი მშთანთქავ გარემოში სინათლის ორი ბრტყელი ტალღის ინტერფერენციის შემთხვევაში“. ეს თემა ბოგუსლავსკის შესთავაზა ფოხტის მოწაფემ, გამოჩენილმა გეერმანელმა ფიზიკოსმა მაქს ბორნმა. ამ შრომაში ავტორი არ შემოიფარგლა დასმული თეორიული საკითხის ზოგადი ამოხსნით, არამედ გამოიყენა იგი იმ კერძო ამოცანების გადასაწყვეტად, რომელთა ექსპერიმენტული მონაცემებიც უკვე არსებობდა.

1914 წლის მსოფლიო ომმა ბოგუსლავსკის გერმანიაში მოუსწრო. იგი ინტერნირებულ იქნა და მხოლოდ 1915 წელს განთავისუფლდა როგორც ავადმყოფი. ამ წელს იგი რუსეთში დაბრუნდა და ზედიზედ გამოაქვეყნა შრომები, რომელიც კრისტალთა სტატისტიკურ თეორიას ეხებოდა. 1916-1917 წლებში ბოგუსლავსკი აბარებს სამაგისტრო გამოცდებს პეტერბურგის უნივერსიტეტში და მუშაობს თემაზე: „მოლეკულური ფიზიკის საფუძვლები და სტატისტიკის გამოყენება თერმოდინამიკის პოტენციალების გამოსათვლელად“. პარალელურად აქვეყნებას სამ სტატიას: „დიელექტრიკული კრისტალების აღნეგობის შესახებ“, „დნობისს პროცესის მექანიზმის შესახებ“ და „უახლესი გამოკვლევები პიროელექტრობაში“. 1918 წელს ბოგუსლავსკიმ დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია. დისერტაცია მიეძღვნა „თერმოდინამიკური ფუნქციის განმარტებისა და გამოთვლის საკითხს“. 1921 წელს ვ. ზერნოვთან და ი. პრივვალოვთან ერთად ბოგუსლავსკი მოსკოვის უნივერსიტეტში გადავიდა. იქ მან თავისი მოღვაწეობა „ატომის თეორიის“ კურსის კითხვით დაიწყო.

1922 წელს ბოგუსლავსკი კვლავ ცუდად გახდა. ტიმირიაზევის მზრუნველობის შედეგად მას მიეცა ექვსთვიანი სამეცნიერო მივლინება საზღვარგარეთ. მისი მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ იქაური მკურნალობა ბოგუსლავსკის მოარჩენდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

სერგი ბოგუსლავსკი კარგად ერკვეოდა ფოლოსოფიის საკითხებშიც, ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. მისი სამეცნიერო მუშაობა მხოლოდ 10 წელი გრძელდებოდა.

სერგი ბოგუსლავსკი გარდაიცვალა 1923 წლის 3 სექტემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 414-420
  • Батушев, В. А. Электронные приборы. — М.: Высшая школа, 1969. — С. 17. — 608 с. — 90,000 экз.
  • Ландсберг, Г. С. С. А. Богуславский // УФН. — 1924. — № 1. — С. 95-97.
  • Кудрявцев, П. С. Курс истории физики. — М.: Просвещение, 1982. — 448 с., часть III, глава 6 «Развитие теоретической физики советскими учёными»
  • Храмов Ю. А. Богуславский Сергей Анатольевич // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 36. — 400 с

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]