სემ-რეიბერნის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემ-რეიბერნის წყალსაცავი
ინგლ. Sam Rayburn Reservoir

სემ-რეიბერნის წყალსაცავი
კოორდინატები: 31°03′40″ ჩ. გ. 94°06′22″ დ. გ. / 31.06111° ჩ. გ. 94.10611° დ. გ. / 31.06111; -94.10611
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ტეხასის შტატი
ზღვის დონიდან 50
ფართობი 463 კმ²
შევსების წელი 1965
სემ-რეიბერნის წყალსაცავი — აშშ
სემ-რეიბერნის წყალსაცავი
სემ-რეიბერნის წყალსაცავი — ტეხასი
სემ-რეიბერნის წყალსაცავი

სემ-რეიბერნის წყალსაცავი (ინგლ. Sam Rayburn Reservoir) — წყალსაცავი აშშ-ში. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ ბომონტიდან ჩრდილოეთით 110 კილომეტრში, ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე.

წყალსაცავი საზრდოობს მდინარე ნეჩესის შენაკადის ანჯელინას წყლით. ფართობი 463 კმ², რითაც წარმოადგენს ტეხასის შტატში მდებარე უდიდეს ხელოვნურ ტბას. წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო 1956 წლის 7 სექტემბერს. ამოქმედდა 1965 წლიდან. იგი უმთავრესად გამოიყენება, როგორც რეზერვუარი წყალდიდობასთან ბრძოლაში და ჰესის ასამუშავებლად.

სემ-რეიბერნის წყალსაცავის აშენება თავისი კეთილმოწყობილი პლაჟით დაჯდა დაახლოებით 66 მლნ. აშშ დოლარი. მდიდარია თევზით, რის გამოც განვითარებულია თევზჭერა. მოიპოვება დიდპირა ქორჭილა, მზის ქორჭილა და არხის ლოქო. დასვენების პოპულარული ადგილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]