სევერობაიკალსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სევერობაიკალსკი
რუს. Северобайкальск
ბურ. Хойто-Байгал

რკინიგზის სადგური
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 55°38′00″ ჩ. გ. 109°19′00″ ა. გ. / 55.63333° ჩ. გ. 109.31667° ა. გ. / 55.63333; 109.31667
დაარსდა 1974
ამჟამინდელი სტატუსი 1980
ფართობი 103 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 24 929 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 242 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 30130
საფოსტო ინდექსი 671700
ოფიციალური საიტი https://egov-buryatia.ru/gsevbk/
სევერობაიკალსკი — რუსეთი
სევერობაიკალსკი

სევერობაიკალსკი (რუს. Северобайкальск) — ქალაქი რუსეთში, ბურიატეთში. მდებარეობს ბაიკალის ტბის პირას, ქალაქ ულან-უდედან 440 კილომეტრში, ირკუტსკიდან 500 კილომეტრში. ქალაქის სიახლოვესაა მდინარე ტიის შესართავი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 24 929 ადამიანი. რკინიგზის სადგური. რკინიგზის ტრანსპორტის, თევზის ქარხნის, ხე-ტყის დამზადების საწარმო; განვითარებულია მშენებლობა, ტურიზმი. კლიმატი კონტინენტურია. დაარსდა 1974 წელს. ქალაქის ისტორია დაკავშირებულია ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობასთან. შეიქმნა როგორც სარკინიგზო პროექტის ცენტრალური წერტილი. 1974 წლის 23 ივლისს ჩაასახლეს კომკავშირელები, რომლებმაც შრომითი ბანაკები დააარსეს. რკინიგზის განვითარებასთან ერთად სწრაფად გაიზარდა საკუთრივ ბანაკიც.

1978 წელს აშენდა პირველი კაპიტალური სახლი. 1980 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი. უზრუნველყოფილია ყველა სახის ტრანსპორტით. 25 კილომეტრში მდებარეობს რეგიონული აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]