საქართველოს მთავარი პროკურატურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს პროკურატურა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს მთავარი პროკურატურა
COA of State Attorney of Georgia.svg
პროკურატურის ემბლემა
უწყების შესახებ
მინისტრი თეა წულუკიანი
უწყების ხელმძღვანელი არჩილ კბილაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი
უწყების ტიპი პროკურატურა
საიტი
საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. საქართველოს მთავარი პროკურატურის ძირითადი მიმართულებებია:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
  • ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • სისხლის სამართლებრივ დევნა;
  • სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
  • თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
  • სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათას განხორციელების უზრუნველყოფა;
  • უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
  • „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.