ოთარ ფარცხალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე
ალექსანდრე ჭიკაიძე და ოთარ ფარცხალაძე (მარჯვნივ)
საქართველოს
მთავარი პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2013
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიარჩილ კბილაშვილი
მემკვიდრეგიორგი ბადაშვილი

დაბადებული1976
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი

ოთარ ფარცხალაძე (დ. 1976) — საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე. 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2013 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა, მაგრამ ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.[1] 2023 წლის სექტემბერში ოთარ ფარცხალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.[2]

აშშ-ის სანქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის სექტემბერში ოთარ ფარცხალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“.[2]

2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდა. [3] 2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება. [4]

2023 წლის 20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. [5] 2023 წლის 22 სექტემბერს გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტი მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ფარცხალაძისთვის გამოძიების მიმდინარეობისას მოქალაქეობის შეწყვეტა. [6]

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.[7][8][9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფარცხალაძე გადადგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-09. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
  2. 2.0 2.1 ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა. ციტირების თარიღი: 2023-09-14.
  3. ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდა
  4. ეროვნული ბანკი პოზიციას ცვლის და ფარცხალაძეს ემხრობა
  5. იუსტიციის სამინისტრო: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილია
  6. პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს
  7. განცხადება
  8. პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა
  9. პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა