საქართველოს მთავრობის დადგენილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს მთავრობის დადგენილებასაქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად[1][2][3]. საქართველოს მთავრობის დადგენილების მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის რეგლამენტით[2][3].

მოქმედების სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მთავრობის დადგენილება მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესასრულებლად სავალდებულოა, თუ თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი[4][5].

საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. დადგენილებაში უნდა მიეთითოს, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი[2].

საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას)[6]. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან სამი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამასთან, საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება[7].

მომზადება, მიღება და ამოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამარ­თ­ლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწა­ვ­ლის შემდეგ შეი­მუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუ­ხისმგებლობა[8].

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მთავრობის სამარ­თ­ლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწა­ვ­ლის შემდეგ შეი­მუშავებს ინიციატორი უწყება. პროექტის ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს: საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრუ­ლე­ბელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქ. თბილისის მერიას, სახელმწიფო რწმუნებულების — გუბერნატორების ადმინისტრა­ცი­ებს, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ მა­კონტ­რო­ლებელი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგის­ტრი­რებული რელიგიური გაერთიანებებისა), საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებას ან სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შესაბამისი დარგობრივი სამი­ნის­ტროს ან მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით[9].

სამართლებივი აქტის ინიციირებას ახორციე­ლებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე[10]. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები პროექტის ინი­ცი­რებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტრუქტურის სამინისტროს ან შესაბამისი სახელმწიფო რწმუ­ნებულის – გუბერნატორის მეშვეობით[11].

ინიციატორი უწყება მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით შემუ­შა­ვე­ბულ სამართლებრივი აქტის პროექტს ელექტრონული ფორმით (.pdf ფა­ილის სახით) და მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექ­ტ­რო­­ნული მთავრო­ბის“ პროგრამის[შენიშვნა 1] მეშვეობით[12].

ინიციატორი უწყება სამართლებრივი აქ­ტის პროე­ქტს შეიმუშავებს საქართველოს კა­ნონმ­დებლობით დადგენილი წესით. პროექტს თან უნდა დაერთოს თანდართული ფორმის განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისა­ხე­ბა წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესა­ხებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართ­ლებ­რივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსა­ლო­დ­ნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგა­რიშე­ბა, რომ­ლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბა­რა­თში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმ­დ­გე­ნი[13].

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრობის წევრები ვალდე­ბული არიან, პროექტის ინიციირებიდან 5 დღის განმავლობაში სპე­ციალურ ველში დააფიქსირონ პროე­ქტის თაო­ბაზე მთავრობის წევრ­ის პოზიცია „ეთან­ხმება“ ან „არ ეთან­ხმება“[14]. მთავრობის წევრები ვალდე­ბული არიან, „ელექტრონული მთავრო­ბის“ პროგრამაში ატვირთონ პრო­ექ­ტის თაო­ბაზე საკუთარი უწყების დასა­ბუთებული შენიშვნები, თუ ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები ან არ ეთანხმებიან პროექტს[15]. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინი­ცია­ტორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალ­დე­­ბუ­ლია მთავრობის კანცელარიაში წარადგინოს პროექტის კორექტი­რე­ბუ­ლი ვერსია[16].

პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პრო­ცედუ­რა — დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრა­მაში დაფიქსირდა არანაკლებ 12 მთავრობის წევრის დადებითი პოზიცია („ეთან­­ხმება“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს საქართველოს იუსტიციის, ფი­­ნანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების დადებითი პოზიციის დაფიქსირება[17]. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დად­­გენილ ვადაში არ დაა­ფიქ­­სირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებუ­ლად[18].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ელექტრონული მთავრობის პროგრამა — პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის სხდომის გამართვის გარეშე იძლევა სამართლებრივი აქტის ელექტრონულად მიღების საშუალებას.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
  2. 2.0 2.1 2.2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი.
  3. 3.0 3.1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.
  4. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი.
  5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
  6. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი.
  7. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი.
  8. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
  9. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.
  10. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.
  11. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი.
  12. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი.
  13. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
  14. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი.
  15. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი.
  16. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი.
  17. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი.
  18. საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.