ნაქშიდილ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაქშიდილ სულთანი
მშობლიური სახელი Nakşidil Valide Sultan
დაბადების სახელი Aimée du Buc de Rivéry (?)
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1768
კავკასია
გარდაცვალების თარიღი 22 აგვისტო, 1817
კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
ეროვნება ქართველი ან ფრანგი
მეუღლე(ები) აბდულჰამიდ I
შვილ(ებ)ი მაჰმუდ II

ნაქშიდილ სულთანიოსმალეთის იმპერიის სულთნის აბდულჰამიდ I-ის ხარჭა და სულთან მაჰმუდ II-ის დედა, ვალიდე-სულთანი.

მისი წარმომავლობის საკითხი გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიით იგი არის ქართველი. იბრაჰიმ ფაზანი წერს, რომ ნაქშიდილ სულთანი წარმოშობით ქართველია, დაიბადა კავკასიაში, გაიზარდა ოსმალეთის სულთნების სასახლეში და მიიღო საფუძვლიანი ოსმალური განათლება[1].

თუმცა არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ნაქშიდილი და ემე დე რივერი ერთი და იგივე პიროვნებაა. ლეგენდის თანახმად იგი 11 წლის ასაკში დაიკარგა ზღვაში, მეკობრეებმა აიყვანეს და გაყიდეს სულთნის ჰარამხანაში.

ნაქშიდილ სულთანი გარდაიცვალა 1817 წელს დაკრძალულია კონსტანტინოპოლში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. İbrahim Pazan (2007). Padişah anneleri. Babıali Kültür Yayıncılığı. ISBN 978-9-944-11831-6.