სასის წყალსაცავი
| სასის წყალსაცავი | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 25 მ |
| ფართობი | 113,5 კმ² |
| მოცულობა | 750 კმ³ |
| ჩამდინარე მდინარეები | სასა |
| გამომდინარე მდინარე | სასა |
სასის წყალსაცავი (ესპ. Embalse Zaza, La Presa Zaza) — უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი კუბაში. მდებარეობს ცენტრალურ კუბაში, სანქტი-სპირიტუსის პროვინციაში. წყალსაცავის ჩრდილოეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი სანქტი-სპირიტუსი. წყლის სარკის ფართობი შეადგენს 113,5 კმ²-ს.[1] წყლის საშუალო მოცულობა 750 მლნ. მ³. წყალსაცავი შექმნილია მდინარე სასას ხეობაში, რომელიც სათავეს იღებს სიერა-დელ-ესკამბრაის მთებში. მდინარე სასა კუბაში კაუტოს შემდეგ სიგრძით მეორე მდინარეა. წყალსაცავი საზრდოობს არაერთი მდინარის წყლით. 3 წლის განმავლობაში აშენდა 6 კილომეტრის სიგრძის კაშხალი, რომლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 1971 წლის 7 დეკემბერს. მშენებლობა დაჯდა 27 მილიონი კუბური პესო.[1] 1978 წელს დაემატა ჰესიც.
სასის წყალსაცავი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების სარწყავად, აგრეთვე განვითარებულია თევზჭერა. 1980-იან წწ. წყალსაცავში მოაშენეს მტკნარი წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზი არაპაიმა (Arapaima gigas).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Cubaweb.cu (May 2007). Zaza stays. წაკითხვის თარიღი: 2007-10-13.