სარიყამიშის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარიყამიშის ტბა
სარიყამიშის ტბა 2001 წლის დეკემბერში
სარიყამიშის ტბა 2001 წლის დეკემბერში
კოორდინატები: 42°00′00″ ჩ. გ. 57°20′00″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 57.33333° ა. გ. / 42.00000; 57.33333
მდებარეობა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 120 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 3955 კმ²
მოცულობა 12 კმ³
საშუალო სიღრმე 8,2 
მაქსიმალური სიღრმე 40 
მარილიანობა 15–20 
სარიყამიშის ტბა — თურქმენეთი
სარიყამიშის ტბა
სარიყამიშის ტბა — უზბეკეთი
სარიყამიშის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

სარიყამიშის ტბა (თურქმ. Sarygamyş köli; უზბეკ. Sariqamish ko‘li) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა თურქმენეთსა და უზბეკეთში. მდებარეობს სარიყამიშის ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 5 მ-ზე, დაახლოებით კასპიისა და არალის ზღვებს შორის. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უზბეკეთს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი თურქმენეთშია. ტბის ფართობი ცვალებადია და დამოკიდებულია ხორეზმის ოაზისიდან მომდინარე კოლექტორულ წყლებზე.[1]

1977 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 1500 კმ²-ს, მარილიანობა დაახლოებით 7 ‰-ს, ყოველწლიურად ტბაში ჩადიოდა 4 კმ³-მდე წყალი.[2] 1985 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი გაიზარდა 3200 კმ²-მდე. როდესაც დამყარდა შედარებით მუდმივი წყლის დონე, მარილიანობა გაიზარდა და მიაღწია 15–20 ‰-ს.[1]

ტბა გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 100–120 კმ, ხოლო სიგანე 30–40 კმ აღწევს. საშუალო სიღრმეა 8,2 მ. სიღრმე მატულობს აღმოსავლეთ ნაპირისაკენ. ტბას აქვს ციცაბო დასავლეთი ნაპირი. აღმოსავლეთიდან ერთვის არხი-კოლექტორი. აღმოსავლეთ ნაპირზეა მინერალური თერმული წყლების წყარო.[1]

ტბაში არის თევზი, მათ შორის კობრი, ლოქო და გველთავა. განვითარებულია თევზჭერა. სახელწოდება „სარიყამიში“ თურქული წარმოშობისაა და აღნიშნავს „ყვითელ ლელქაშს, ლერწამს“.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Сариқамиш кўли — Национальная энциклопедия Узбекистана (узб.). — Ташкент, 2000—2005.
  2. Григорович Н. Солнце и вода, земля и соль // Наука и жизнь. — 1977. — № 8. — С. 68—69.
  3. Мурзаев Э. М. Средняя Азия. — Москва: Государственное издательство географической литературы, 1957. — С. 252.