სამერ უოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამერ უოკერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სამერ მარჯანი უოკერი
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1996 (1996-04-11) (28 წლის)
დაბ. ადგილი ატლანტა
წარმოშობა ატლანტა, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2017 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი summerwalker.com
სამერ უოკერი ვიკისაწყობში

სამერ მარჯანი უოკერი (ინგლ. Summer Marjani Walker; დ. 11 აპრილი, 1996, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზი მომღერალი. 2017 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლთან Love Renaissance, რომელიც არის Interscope Records-ის შვილობილი კომპანია. მომდევნო წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო მიქსტეიპი „Last Day of Summer“. ალბომის სინგლი „Girls Need Love" ბილბორდის ცხელ ასეულში მოხვდა. 2019 წლის ოქტომბერში უოკერმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Over It“, რომელსაც კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად.[1][2][3] ალბომი ბილბორდს 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა და დაამყარა რეკორდი. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).[4]

2021 წლის ნოემბერში გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი „Still Over It“. ალბომმა მოხსნა რეკორდი და გახდა ყველაზე მოსმენადი რიტმ-ენდ-ბლუზ ნამუშევარი. ალბომში შემავალი თვრამეტივე სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[5][6]

მუსიკოსის ჯილდოები მოიცავს Billboard Music Award-ს, IHeartRadio Music Awards-ს, ორ Soul Train Music Awards-სა და ორი გრემის ჯილდოს ნომინაციას.[7] 2022 წელს Billboard Women in Music-ზე უოკერმა მიიღო Chart Breaker-ის ჯილდო, ჩარტებში მიღწეული წარმატებისთვის.[8] 2024 წლისთვის მას გაყიდული აქვს 32 მილიონზე მეტი ჩანაწერი.[9]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოკერი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯია. 2016 წლიდან 2018 წლამდე მას ჰქონდა მცირე დასუფთავების ბიზნესი და ასევე იყო სტრიპტიზიორი ატლანტაში. შემდეგ თავად ისწავლა გიტარაზე დაკვრა YouTube-ზე გაკვეთილების ყურებით. მუსიკოსმა მალევე დაიწყო ქავერების შესრულება და ვიდეოების გამოქვეყნება.[10]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოკერი აღმოაჩინა ქალმა 2017 წელს, რომელიც მუშაობდა Love Renaissance-ის ლეიბლში. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Love Renaissance-სა და Interscope Records-თან.[11] სადებიუტო მიქსტეიპი, Last Day of Summer, გამოვიდა 2018 წლის 19 ოქტომბერს. მიქსტეიპში შედიოდა სინგლი „Girls Need Love". მუსიკოსმა სინგლის რემიქს ვერსია გამოუშვა 2019 წლის 27 თებერვალს დრეიკთან ერთად, რითაც ნამუშევარი ბილბორდის ცხელ ასეულში მოხვდა.[12] 2018 წელს გასტროლები გამართა 6lack-თან ერთად.[13] Apple Music-მა უოკერი დაასახელა 2019 წლის „Up Next შემსრულებლად“. პირველი EP, Clear, გამოვიდა 2019 წლის 25 იანვარს.

2019 წლის 23 აგვისტოს გამოუშვა „Playing Games". ნამუშევარი იყო წამყვანი სინგლი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან „Over It“.[14] ალბომი გამოვიდა 2019 წლის 4 ოქტომბერს. ალბომი ბილბორდ 200-ში მეორე ადგილზე გავიდა და დაამყარა რეკორდი.[15] 2019 წლის 17 ნოემბერს მოიგო Soul Train Music Award-ის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. 2020 წელს უოკერმა ითანამშრომლა 21 Savage-თან ნამუშევრისთვის „Secret". ასევე ჯასტინ ბიბერთან ერთად გამოუშვა „Yummy"-ის რემიქსი. 2020 წლის 10 ივლისს გამოუშვა EP სახელწოდებით Life on Earth. EP ბილბორდის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.[16] ნამუშევარმა „Come Thru" მიიღო პლატინის სერტიფიკატი. ამასთანავე, სიმღერამ „Body" ოქროს სერტიფიკატი, ხოლო ნამუშევრებმა „Playing Games" და „Girls Need Love" დაიმსახურეს მრავალიპლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).[17]

2020 წლის 14 სექტემბერს უოკერმა შეასრულა „Body" The Tonight Show-ში. 2020 წლის 14 ოქტომბერს მოიგო Billboard Music Award-ზე საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ქალი შემსრულებლის ჯილდო. უოკერმა გამოუშვა Over It-ის ახალი ვერსია, სახელწოდებით Over It (Complete Edition) 2020 წლის 23 ნოემბერს. ვერსიაში შევიდა ალბომის სტანდარტული ვერსიის 18-ვე სიმღერა, დამატებით ინსტრუმენტული ვერსიები, ა-კაპელას ვერსიები, ლაივ შესრულებები და სხვა. 10 დეკემბერს უოკერის სადებიუტო სიმღერას „Session 32" მიენიჭა ოქროს სერტიფიკატი. 2021 წელს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი „Still Over It“. მას ჰქონდა რეკორდული დებიუტი აშშ-ში. გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაიყიდა 166 000 ასლი.მუსიკოსმა შეასრულა „Unloyal" არი ლენოქსთან ერთად 2021 წლის Soul Train Music Awards-ზე. 2022 წელს უოკერმა კენდრიკ ლამართან ერთად გამოუშვა ნამუშევარი „Purple Hearts", რისთვისაც მიიღო გრემის ჯილდოს ნომინაცია.[18] ასევე უოკერმა მომღერალ კიარასთან ერთად გამოუშვა ნამუშევარი „Better Thangs".[19]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

EP და მიქსტეიპები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. billboardcharts. (October 14, 2019) .@IAMSUMMERWALKER has eight songs on....
  2. „Top 100 Songs: October 19, 2019“. Billboard. ციტირების თარიღი: October 15, 2019.
  3. Wicker, Jewel (October 1, 2019). „Chartbreaker: Summer Walker Readies Star-Studded New Album After Drake Co-Sign“. Billboard. ციტირების თარიღი: October 4, 2019.
  4. White, Roman. (May 9, 2020) Summer Walker's 'Over It' Officially Goes Platinum.
  5. Records, Interscope. „Summer Walker Shatters Apple Music Record For Most Album Streams In A Day By A Female-Identifying Artist Ever“. www.prnewswire.com (პრეს-რელიზი) (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-11-20.
  6. Zellner, Xander (2021-11-16). „Summer Walker Ties Taylor Swift for This Billboard Hot 100 Record“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-11-17.
  7. Summer Walker | Artist. ციტირების თარიღი: 24 November 2023
  8. Rouhani, Neena (25 February 2022). „Summer Walker Wants to See the World — Even If She Isn't Crazy About Touring“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 November 2023.
  9. Gold & Platinum Archive: Summer Walker. ციტირების თარიღი: 24 November 2023
  10. Summer Walker went from housekeeper to R&B it girl — and she's still a mystery. Los Angeles Times (October 21, 2019).
  11. Summer Walker went from housekeeper to R&B it girl — and she's still a mystery. Los Angeles Times (October 21, 2019).
  12. Blistein, Jon (February 27, 2019). „Hear Drake Drop First New Verse of 2019 on Summer Walker's 'Girls Need Love' Remix“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: March 3, 2019.
  13. 6LACK Announces World Tour Featuring Tierra Whack, Boogie & More. HotNewHipHop (August 14, 2018).
  14. Summer Walker Releases New Song 'Playing Games' (August 23, 2019). ციტირების თარიღი: September 17, 2019
  15. Caulfield, Keith (October 13, 2019). „SuperM Debuts at No. 1 on Billboard 200 Albums Chart With 'The 1st Mini Album'. Billboard. ციტირების თარიღი: October 14, 2019.
  16. Trevor, Anderson (July 17, 2020). „Summer Walker's 'Life on Earth' Debuts at No. 1 on Top R&B Albums Chart“. Billboard. ციტირების თარიღი: July 24, 2020.
  17. Gold & Platinum.
  18. Lee, Taila. (November 15, 2022) 2023 GRAMMY Nominations: See The Complete Nominees List. The Recording Academy. ციტირების თარიღი: November 15, 2022
  19. New Video: Ciara – 'Better Thangs' (ft. Summer Walker) (30 September 2022). ციტირების თარიღი: 30 September 2022