სალვინია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სალვინია | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Salvinia | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სალვინია (Salvinia), განსხვავებულსპორიანი გვიმრების გვარი სალბინიასებრთა ოჯახისა. წყლის ზედაპირზე მოტივტივე ერთ- ან მრავალწლოვანი უფესვო პატარა მცენარეებია. მათი ფოთლები განლაგებულია რგოლურად, 3-3 ერთად; მათგან 2 წყალზე ტივტივებს, მე-3 - წყალშია ჩაყურყუმალებული, ძლიერ დანაწევრებულია და ფესვის მაგივრობას ასრულებს. წყალქვეშა ფოთლების ფუძესთან ჯგუფებად სხედან სპოროკარპიუმები, რომლებიც შეიცავენ მიკრო- და მეგასპორანგიუმებს. სალვინიას 10 სახეობა ძირითადად ტროპიკულ ამერიკასა და აფრიკაშია გავრცელებული, გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაშიც. საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა - Salvinia natans. იგი გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოსა და კახეთში (ალაზნის ქვემო დინებაში), ტბებსა და მდოვრე წყლებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 8, გვ. 691, თბ., 1984
სტატიის