სალათა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სალათა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Lactuca sativa | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სალათა (Lactuca sativa), ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. კულტურაში გავრცელებულია თითქმის ყველგან. იზრდება ველურადაც. სალათა ჯერ ივითარებს ფესვთანური ფოთლების როზეტს (თავიანი სალათა პატარ-პატარა თავებს), შემდეგ - ძლიერ განტოტვილ საყვავილე ღეროს, რომლის სიმაღლე 60-120 ამ აღწევს. სიცივეგამძლე (აღმონაცენი იტანს მინუს 3-5°C ტემპერატურას), სინათლისა და ტენის მოყვერული მცენარეა, იყენებენ საჭმელად. შეიცავს C, B, PP და სხვა ვიტამინებს, კაროტინს, რკინისა და ფოსფორის მარილებს. მოსავლიანობა 300-500 ც/ჰა. სალათის სახესხვაობებია ფოთლოვანი სალათა, თავიანი სალათა და რომენის სალათა.
საქართველოში უმეტესად ფოთლოვანი სალათის ადგილობრივი ფორმებია გავრცელებული. სალათა მრავლდება თესლით, ზოგჯერ ჩითილით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- რობაქიძე თ., ქსე, ტ. 8, გვ. 686, თბ., 1984
სტატიის