ღორისქადა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ღორისქადა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Lactuca | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ღორისქადა (ლათ. Lactuca) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ-, ორ-, ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ნახევრად ბუჩქები. ასზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში, მცირე რაოდენობა - ამერიკაში. საქართველოში 8 სახეობა იზრდება უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ფორმაციებში, დამლაშებულ ნიადაგზე, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე, ნათესებში როგორც სარეველა. ზოგიერთი სახეობა შეიცავს რძეწვენს, რომელიც ჰაერზე მაგრდება. მნიშვნელოვანი ბოსტნეული მცენარეა სალათა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 597, თბ., 1986 წელი.