ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ეოკ (ინგლ. „NOC“) - საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მონაწილე ქვეყნის[1] ექსკლუზიური წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა ოლიმპიური ქარტიის საფუძველზე უზრუნველყოს ოლიმპიური მოძრაობის განვითარება, ხელშეწყობა და დაცვა ეოკ-ის ქვეყნებში[2]. ესა თუ ის ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ეოკ ოფიციალურად აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ (IOP). ეოკ-ის აღიარებისთვის მის შემადგენლობაში უნდა იყოს გაერთიანებული მინიმუმ 5 ეროვნული ფედერაცია, რომლებიც თავის მხრივ გაწევრიანებული უნდა იყონ საერთაშორისო ფედერაციებში, რომლებიც ხელმძღვანელობენ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესულ სპორტის სახეობებს. თითოეული ეოკ წარმოდგენილია შესაბამის საკონტინენტო ასოციაციაში (ANOC):
| ასოციაცია | აკრონიმი | მსოფლიო რუკაზე | |
|---|---|---|---|
| აფრიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია | ANOCA |
██ აფრიკა |
|
| პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია | PASO |
██ ამერიკა |
|
| აზიის ოლიმპიური საბჭო | OCA |
██ აზია |
|
| ევროპის ოლიმპიური კომიტეტები | EOC |
██ ევროპა |
|
| ოკეანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები | ONOC |
██ ოკეანეთი |
|
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, წელიწადში ორჯერ მაინც იკრიბებიან ასოციაციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში თავიანთი მოქმედებებისკორდინაციის მიზნით.
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, „ქვეყანაში“ იგულისხმება საერთაშორისო დონეზე აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო.
- ↑ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ოლიმპიური ქარტია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2010-08-18.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
||||||||||||||
სტატიის