საბანტუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბანტუი
საბანტუი ფოტოსურათი
ვლადიმერ პუტინი საბანტუის დღესასწაულზე ყაზანში
აღნიშნავენ თათრები, ბაშკირები
დაკავშირებულია თესვის ტრადიციასთან

საბანტუი (თათრ. сабантуй, сабан туе; ბაშკ. һабантуй) — თათრული, იდელ-ურალური, ბაშკირული და ყაზახური საზაფხულო ფესტივალი, რომელიც სათავეს ვოლგა-კამას ბულგარეთის პერიოდიდან იღებს. თავდაპირველად საბანტუის მხოლოდ სოფელში, ფერმერები აღნიშნავდნენ, მაგრამ, მოგვიანებით, ის ეროვნულ დღესასწაულად ჩამოყალიბდა და დღესდღეობით აღინიშნება ქალაქებშიც. 2012 წლის 23 ივნისს საბანტუი ყაზანში გრანდიოზულად აღნიშნა.[1]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თათრულ ენაზე მოსაუბრეები დღესასწაულს საბანტუის ((Сабантуй, [sʌbɑnˈtuɪ]) ან საბან ტუიის (Сабан туе, [sʌˈbɑn tuˈjɯ]) უწოდებენ. მრავლობით ფორმაში გამოიყენება ტერმინი საბანტუილარი (Sabantuylar [sʌbɑntuɪˈlɑr]).

მდინარე ვოლგის გასწვრივ მცხოვრები სხვა თურქულენოვანი ხალხებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. ბაშკირულ ენაზე მოსაუბრეები მას ჰაბანტუის (Һабантуй), ხოლო ჩუვაშურ ენაზე მოსაუბრეები აკატუის (Акатуй) უწოდებენ.

დღესასწაულის სახელი თურქული ენებიდან ითარგმენაბ როგორც „გუთნის ზეიმი“. მისი სინონიმია „გუთნის დღესასწაული“. საბანტუის აღსანიშნავად ასევე გამოიყენება ტერმინი „საბან ბაირამე“ (Сабан бәйрәме [sʌˈbɑn bæɪræˈme]).

ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურაში (თათრ. Көрәш) საბანტუის დღესასწაულზე ქალაქ ულიანოვსკში

საბანტუის დღესასწაულის გამორჩეული ელემენტებია: კურაში (თათრული ჭიდაობა), დოღი, რბოლა, სვეტზე ცოცვა, ქოთნების დამტვრევა, ყატიყში (სასმელი, რომელიც მზადდება არაჟნისგან) მონეტის პოვნა და სხვა.[2] ეს აქტივობები, ძირითადად, მაიდანზე (მოედანი) ეწყობა,[3] რომელიც უმეტეს შემთხვევაში ტყის პირას მდებარეობს.

ტრადიცია სახელოწდებით სორანი,[4] მოიცავს სტუმრებისგან თანხის შეგროვებას და კონკურსებში გამარჯვებულებისთვის პრიზების შეძენას. ყარღა ბოთყასი[5] ტრადიციული სარიტუალო ფაფაა, რომელიც საბანტუის დღესასწაულამდე მზადდება ბავშვებისთვის სამკურნალოდ. ასევე არსებობს სასაფალოებზე ლოცვის ტრადიციაც.

ბოლო წლებში საბანტუის დღესასწაული ხშირად ემთხვევა ხალხურ და პოპ მუსიკის ფესტივალებს.

კურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურაში, ადგილობრივი ჭიდაობის სახე, საბანტუის მთავარი შეჯიბრია. მონაწილეები იყენებენ სპეციალურ პირსახოცებს და მოწინააღმდეგის წაქცევას ცდილობენ.

როგორც წესი, თავდაპირველად ჭიდაობას ახალგაზრდა ბიჭები იწყებენ. საბანტუის ფესტივალის ბოლოს, კურაშის გრანდიოზული ფინალი ეწყობა. შეჯიბრებაში გამარჯვებული ბაღათური ხდება და საბანტუის გმირის ტიტული ენიჭება.[6] პრიზი განსხვავება ადგილების მიხედვით, მაგალითად: მცირე ზომის სოფლებში პრიზი არის შინაური ცხვარი, ხოლო ქალაქებში, ძირითადად, ავტომობილი.[1]

თარიღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბანტუის დღესასწაულს არ აქვს დადგენილი თარიღი. ღონისძიებები ტარდება დაახლოებით 15 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით და, როგორც წესი, კვირაობით. თავდაპირველად საბანტუი მხოლოდ სოფლებში აღინიშნებოდა, დღესდღეობით კი მას დიდ ქალაქებშიც ზეიმობენ. მისი აღნიშვნა იწყება სოფლებიდან, შემდეგ მთავარ ქალაქებში ეწყობა, საბოლოოს კი ყაზანით სრულდება. ძირითადი აქტივობები თათრეთის დედაქალაქ ყაზანში ეწყობა. მსგავსი გრაფიკით აღნიშნება აკატუი ჩუვაშეთში და ჰაბანტუი ბაშკირეთში.

ბოლო წლებში რუსეთის მთავრობამ ფედერალური საბანტუი მოსკოვში მოაწყო. დღესასწაულს აღნიშნავენ ევროპისა და აზიის ბევრ ქალაქში, სადაც თათრები ცხოვრობენ. ასეთი ქალაქებია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ტალინი, პრაღა, სტამბოლი, კიევი და ტაშკენტი.

თანამედროვეობაში საბანტუი შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იზიდავს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს. ისინი საბანტუის დღესასწაულში მონაწილეობენ არა მხოლოდ თათრეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პოლიტიკოსები საბანტუის ფესტივალზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბანტუი თათრეთის სიმბოლოა. ამის გათვალისწინებით რუსეთის პრეზიდენტები დღესასწაულის დროს ყაზანს სტუმრობენ. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში ყაზანში ვიზიტის დროს ბორის ელცინმა მონაწილეობა მიიღო საბანტუის ფარგლებში გამართულ ტრადიციულ შეჯიბრში. ამ შეჯიბრში თვალახვეულმა მონაწილეებმა თიხის ჭურჭელი უნდა დაამტვრიონ. ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო იუმორისტულ შეჯიბრში, რომლის ფარგლებშიც მას თავი უნდა ჩაეყო არაჟნით სავსე ქილაში და მონეტა ამოეღო ხელების გამოყენების გარეშე.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Drayton, James. Sabantuy. home to roam. ციტირების თარიღი: 11 July 2012.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2021-05-29.
  3. Мәйдан; [mæɪˈdɑn]; also maydan, майдан, [mʌɪˈdɑn] in spoken language
  4. Сөрән; [sœˈræn]
  5. Карга боткасы, [qʌrˈɣɑ bɔtqɑˈsɯ]
  6. [bʌˈtɯr], also батыр batyr, паттӑр pattăr
  7. Новая газета - Novayagazeta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-24. ციტირების თარიღი: 2021-05-29.