რუსუდან მაზმანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსუდან მაზმანიშვილი (დ. 12 აგვისტო, 1944, ბათუმი) — ქართველი ექიმი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1967–1968 წლებში იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების პედიატრი, 1968–1972 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი, 1972–1986 წლებში ამავე ინსტიტუტის კვებისა და ჰიგიენური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1986 წლიდან განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საერო ინსტიტუტ „გაენათში“ პედიატრიული ფაკულტეტის დოცენტად. არის 52-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ძირითადად ეხება ჯანმრთელ და ავადმყოფ ბავშვთა კვების პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: „ბავშვთა კვება“ (1992, „წიქარა“, თბილისი), „ჯანმრთელი და ავადმყოფი ბავშვთა კვება“ (1993, „ელიტა“(ფირმა „ვესტა“). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე 15 მეთოდური წერილი, 5 ბროშურა, საჟურნალო და საგაზეთო სტატიები. კონსულტაციებს უწევს ორდინატორებს, ინტერნებსა და სამუშაო ადგილზე მივლინებულ ექიმებს. მიღებული აქვს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექციის მადლობა, ინსტიტუტის პრემიები სამეცნიერო შრომებისათვის (1990–1992). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „C ვიტამინით გამდიდრებული ფერმენტირებული რძის მჟავე პროდუქტის კლინიკური შეფასება ჩვილ ბავშვთა კვებაში“, დაიცვა 1988 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]