რუპერტ ფრენდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუპერტ ფრენდი
Rupert Friend
RupertFriendJuly06.jpg
დაბ. სახელი რუპერტ ფრენდი
დაბ. ადგილი ოქსფორდშირი, დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი 1981
საქმიანობა მსახიობი
წლები 2004–დღემდე
საიტი http://www.rupert-friend.net/

რუპერტ ფრენდი (ინგლ. Rupert Friend; დ. 1 ოქტომბერი 1981) — ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რუპერტ ფრენდი დაიბადა და გაიზარდა სოფელ სტოუნსფილდში. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაინაცვლა ლონდონში[1], სადაც მიიღო სამსახიობო განათლება. კინოში მისი დებიუტი შედგა 2004 წელს ფილმში „მექალთანე“. თავდაპირველად ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა, მოუწია თამაში ფილმებში: „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, „შერი“, „ახალგაზრდა ვიქტორია“. 2008 წელს ტომ მისონთან ერთად გადაიღო მოკლემეტრაჟიანი კინო, რომელშიაც მთავარი როლები თავადვე განასახიერეს. 2010 წელს შედგა მისი როგორც თეატრის მსახიობის დებიუტი. 2010 წელს რუპერტ ფრენდმა კიდევ ერთხელ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სტივი“, სადაც ითამაშეს კოლინ ფერტმა, კირა ნაიტლიმ და სხვ.

2005 წლიდან ხვდებოდა ჰოლივუდის მსახიობ კირა ნაიტლის, რომელიც მან ფილმ „სიამაყე და ცრურწმენა“ გადაღების დროს გაიცნო[2][3]. თუმცა 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა[4].

ამპლუა: დრამა, მელოდრამა

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
2004 მექალთანე The Libertine
2005 სიამაყე და ცრურწმენა Pride and Prejudice
2007 უკანასკნელი ლეგიონი The Last Legion
2007 კანონგარეშე Outlaw
2007 ქალწულების ტერიტორია Virgin Territory
2008 ბიჭი ზოლიან პიჟამაში The Boy in the Striped Pyjamas
2009 შერი Cheri
2009 ახალგაზრდა ვიქტორია The Young Victoria
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of August

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Rupert Friend gives one heil of a performance in The Boy in the Striped Pyjamas. timesonline.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-04-16.
  2. რუპერტ ფრენდი და კირა ნაიტლი. Glamour. წაკითხვის თარიღი: 2010-04-16.
  3. 'The horrifying moment I was abused by a thug,' by The Duchess star Keira Knightley. dailymail.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-04-16.
  4. Keira's Not Getting It Knightley: MOVIE beauty KEIRA KNIGHTLEY has split from her actor love RUPERT FRIEND after five years. The Sun. წაკითხვის თარიღი: 2011-01-13.