რომენ გარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომენ გარი
Romain Gary
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1914
დაბადების ადგილი ვილნიუსი, ლიტვა
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1980
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა ნოველისტი, კინორეჟისორი, დიპლომატი, ავიატორი
ეროვნება ფრანგი
პერიოდი 19451980

რომენ გარი (ფრანგ. Romain Gary; დ. 8 მაისი, 1914 - 2 დეკემბერი, 1980) იყო ფრანგი ნოველისტი, კინორეჟისორი, დიპლომატი და ავიატორი მეორე მსოფლიო ომში

ბიოგრაფია [რედაქტირება]

რომენ გარი დაიბადა 1914 წლის 8 მაისს ქალაქ ვილნიუსში, ლიტვა. პირველი რომანი "ევროფული აღზრდა" გამოაქვეყნა 1945 წელს და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი მოგვითხრობს პოლონელების ბრძოლაზე გერმანელების წინააღმდეგ უიმედობისა და ეჭვის ატმოსფეროში. რომანებში გარი გამოთქვამს შიშს, რომ თანამედროვე ცივილიზაციას საფრთხე ემუქრება. საინტერესოა მისი რომანები: "დღის ფერები" და "ცის ფესვები", რომელმაც გონკურების პრემია დაიმსახურა; თუმცა ამ წიგნს ზოგი ნაკლიც ახლავს, ფრანგი კრიტიკოსების ერთი ნაწილი ამ რომანს მელვილის ცნობილ რომანს "მობი დიკს" ადარებს. ბოლო რომანები "განთიადის დაპირება" და "ლედი ლ." გამოირჩევა ლირიზმითა და თბილი იუმორით.

რომენ გარი გარდაიცვალა 1980 წლის 2 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთი

ლიტერატურა [რედაქტირება]