რომან ბერეზოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან ბერეზოვსკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რომან ანატოლიევიჩ ბერეზოვსკი
დაბადების
თარიღი
5 აგვისტო, 1974 (1974-08-05) (49 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 1.88 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო მოსკოვი (მეკარეების მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1991-1992 ერევნის შენგავითი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992-1993 სიუნიკი კაპანი 13 (0)
1993-1994 კოსმოს-კიროვეცი 15 (0)
1994-2000 ზენიტი სანქტ-პეტერბურგი 126 (0)
2001-2002 ტორპედო მოსკოვი 21 (0)
2002-2005 დინამო მოსკოვი 90 (0)
2006-2012 ხიმკი 175 (0)
2012-2015 დინამო მოსკოვი 19 (0)
სულ 453 (0)
ეროვნული ნაკრები
1996-2015 სომხეთის 93 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2015- დინამო მოსკოვი (მეკარეების მწვრთნელი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რომან ბერეზოვსკი (სომხ. Ռոման Բերեզովսկի; დ. 5 აგვისტო, 1974) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მეკარე. თამაშობდა სომხურ და რუსულ კლუბებში, ასევე იყო სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ამჟამად არის „დინამო მოსკოვის“[1] მეკარეების მწვრთნელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერეზოვსკიმ კარიერა სომხეთში დაიწყო სადაც სულ 2 წელი გაატარა. მისი კარიერის უმეტესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატს უკავშირდება, ბერეზოვსკი იყო „ზენიტის“, „მოსკოვის ტორპედოს“, „ხიმკისა“ და „მოსკოვის დინამოს“ მეკარე.

სომხეთის ეროვნულ ნაკრებში ბერეზოვსკის დებიუტი 1996 წლის აგვისტოში შედგა პორტუგალიის წინააღმდეგ, მას შემდეგ მან ნაკრებში 93-ჯერ ითამაშა. მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო სომეხ მეკარედ. ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მას მხოლოდ სარგის ჰოვსეპიანი უსწრებს. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ბერეზოვსკი შეცდომით იქნა გაძევებული მოედნიდან ხელით თამაშისთვის, საბოლოოდ ამ შეცდომამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მატჩის შედეგზე[2], იმ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თანამდებობა დატოვა[3]. ბერეზოვსკიმ კაპიტნის სამკლაური 2012 წელს მიიღო, მას შემდეგ რაც ჰოვსეპიანმა კარიერა დაამთავრა[4] და პირველად გუნდს იტალიის ნაკრებთან უკაპიტნა.

2015 წელს სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და დინამო მოსკოვის მეკარეების მწვრთნელი გახდა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზენიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის თასი: 1998-1999

ხიმკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის პირველი ლიგა: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Berezovsky's personal coaching page by RFPL. Russian Football Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 9 August 2015.
  2. Euro 2012 qual. – Armenia file protest over keeper's red card. uk.eurosport.yahoo.com. ციტირების თარიღი: 11 March 2013.
  3. hy:Իտուրալդե Գոնսալեսն ավարտում է մրցավարի կարիերան hy. sport.news.am. ციტირების თარიღი: 11 March 2013.
  4. hy:Իտալիայի դեմ խաղում Հայաստանի հավաքականի ավագի թևկապը կկրի Ռոման Բերեզովսկին hy. PanArmenian.Net. ციტირების თარიღი: 11 March 2013.