რიხარდ ნოიტრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილერის სახლი, 1937, პალმ სპრინგზი, კალიფორნია.

რიხარდ იოზეფ ნოიტრა (Richard Joseph Neutra; დ. 8 აპრილი, 1892, ვება, ავსტრია - გ. 16 აპრილი, 1970, ვუპერტალი, გერმანია), მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტორი.

ნოიტრა ადოლფ ლოოსთან სწავლობდა ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ პერიოდში მასზე ოტო ვაგნერმა მოახდინა გავლენა. შემდეგ ის გარკვეული პერიოდი გერმანიაში ერიხ მენდელსონის სტუდიაში მუშაობდა. 1923 წელს ის აშშ-ში გადადის, ხოლო 1929 წელს ნატურალიზებული მოქალაქე ხდება. მცირე ხნით ის აქ ფრენკ ლოიდ რაიტთან მუშაობს, სანამ რუდოლფ შინდლერის მოწვევით კალიფორნიაში გადვიდოდეს.

კალიფორნიაში ის სწრაფად ხდება პოპულარული მკაცრად გეომეტრიული, თუმცა ამასთან ჰაეროვანი კონსტრუქციებისთვის, რაც საუკუნის შუა წლების თანამედროვე საცხოვრებლის დასავლეთის სანაპიროს ვარიაცია გახდა. 1930-იან წლებში ნოიტრა ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს.

ნოიტრა განთქმული იყო იმ ყურადღებით, რომელსაც ის უთმობდა მისი კლიენტების მოთხოვნილებებს, მიუხედავად პროექტის ზომისა, სხვა არქიტექტორებისგან განსხვავებით, რომელთათვის საკუთარი არტისტული ხედვა კლიენტისაზე მნიშვნელოვანი იყო. ნოიტრა ხშირად იყენებდა დეტალურ კითხვარებს, მისი კლიენტების მოთხოვნილებების გამოსაცნობად, მათდა გასაკვირად. შედეგად, მისი საცხოვრებელი სახლები ხელოვნების, გარემოსა და პრაქტიკული კომფორტის ნაზავი ხდებოდა.