რიფტ-ველის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიფტ-ველის პროვინცია

რიფტ-ველის პროვინცია (ინგლ. Rift Valley Province) – კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი ნაკურუ. შედგება 18 რაიონისაგან.

პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სანაპირო, ცენტრალური, ნაირობის და აღმოსავლეთის პროვინციები, ჩრდილოეთიდან სუდანი, დასავლეთიდან დასავლეთისა და ნიანზის პროვინციები და უგანდა და სამხრეთიდან ტანზანია.

2007 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 8 786 372 კაცს. მისი ფართობია 182 413 კმ².