სანაპირო პროვინცია (კენია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანაპირო პროვინცია

სანაპირო პროვინცია (ინგლ. Coast Province) – კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქი მომბასა. შედგება 20 რაიონისაგან.

პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთის და რიფტ-ველის, ჩრდილოეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციები, სამხრეთიდან ესაზღვრება ტანზანია, აღმოსავლეთიდან კი ინდოეთის ოკეანე.

2007 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 3.035.000 კაცს. მისი ფართობია 84.113 კმ². სიმჭიდროვე – 36 ად./კმ².

პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მიერ დაცული ქალაქი ლამუ.