აღმოსავლეთი პროვინცია (კენია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აღმოსავლეთი პროვინცია (ინგლ. Eastern Province) – კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქი ემბუ. შედგება 25 რაიონისაგან.
პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება რიფტ-ველის, ცენტრალური და ნაირობის, აღმოსვლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის და სანაპირო პროვინციები, ხოლო ჩრდილოეთიდან ეთიოპია.
2008 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 5.456.190 კაცს. მისი ფართობია 154.354 კმ². სიმჭიდროვე – 35 ად./კმ².
პროვინციაში მდებარეობს კენიის მთა – კენიის უმაღლესი მწვერვალი.
|
|||||||
სტატიის