ხოსე მანუელ ბალმასედა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე მანუელ ბალმასედა
ხოსე მანუელ ბალმასედა
ჩილეს მე-11 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 სექტემბერი, 1886 – 29 აგვისტო, 1891
წინამორბედი დომინგო სანტა მარია
მემკვიდრე ხორხე მონტი

დაბადებული 19 ივლისი, 1840
სანტო-დომინგო, ჩილე
გარდაცვლილი 18 სექტემბერი, 1891
სანტიაგო, ჩილე
პოლიტიკური პარტია ლიბერალი
ხელმოწერა José Manuel Balmaceda Signature.svg

ხოსე მანუელ ბალმასედა (ესპ. José Manuel Balmaceda; დ. 19 ივლისი, 1840, სანტო-დომინგო, ჩილე – გ. 18 სექტემბერი, 1891, სანტიაგო, ჩილე) – ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1886–1891 წწ.

კარიერა[რედაქტირება]

ის იყო თორმეტ და-ძმას შორის უფროსი. მისი მშობლები მდიდრები იყვნენ და მისი ადრეული წლები დაკავშირებული იყო ინდუსტრიებთან და აგრო საწარმოებთან. 1849 წელს შევიდა ფრანგი ბერების სკოლაში და კინაღამ სამღვდელოებას შეუერთდა. მოგვიანებით ის დაქორწინდა და ყავდა რვა შვილი.

1864 წელს ის გახდა მანუელ მონტის მდივანი, რომელიც იმ დროს ჩილეს მთავრობის წარმომადგენელი იყო ლიმაში, და დაბრუნების შემდეგ წარმოჩნდა ენატში როგორც დიდი ორატორი. 1868 წელს თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ჟურნალ "La Libertad"-ს (თავისუფლება) გამოშვება. მან ასევე გამოსცა ორი მონოგრაფია: "პოლიტიკური გადაწყვეტილება საარჩევნო თავისუფლების დროს" და "ეკლესია და სახელმწიფო". 1869 წელს შეურთდა "Club de la Reforma"-ს რომელიც გახდა ლიბერალური პარტიის ბაზა.

მისი რადიკალური პროგრამების წყალობით რამდენიმეჯერ აირჩიეს დეპუტატად: 1864-1867; 1870–1873; 1873–1876; 1876–1879; 1879-1882 წლებში. ანიბალ პინტოს პრეზიდენტობის პერიოდში ის მონაწილეობდა რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში და დიდი წვლილი მიუძღვის არგენტინის დარწმუნებაში რომ ის არ ჩრთულიყო წყნარი ოკეანის მეორე ომში 1878 წელს. დომინგო სანტა მარიას პრეზიდენტობის დროს ის ჯერ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრი. 25 ივნისს ის აირჩიეს როგორც ერთადერთი კანდიდატი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
დომინგო სანტა მარია
ჩილეს პრეზიდენტი

1886 - 1891
შემდეგი:
ხორხე მონტი