დომინგო სანტა მარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინგო სანტა მარია
დომინგო სანტა მარია
ჩილეს მე-10 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 სექტემბერი, 1881 – 18 სექტემბერი, 1886
წინამორბედიანიბალ პინტო
მემკვიდრეხოსე მანუელ ბალმასედა

დაბადებული4 აგვისტო, 1825
სანტიაგო, ჩილე
გარდაცვლილი18 ივლისი, 1889
სანტიაგო, ჩილე
პოლიტიკური პარტიალიბერალი

დომინგო სანტა მარია (ესპ. Domingo Santa María; დ. 4 აგვისტო, 1825, სანტიაგო, ჩილე – გ. 18 ივლისი, 1889, სანტიაგო, ჩილე) – ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1881–1886 წწ.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1847 წელს მან დაასრულა ჩილეს უნივერსიტეტი, იურისტის კვალიფიკაციით. მალევე გახდა კლერკი იუსტიციის სამინისტროში. ამავე დროს ის გახდა ლიბერალური პარტიის სეკრეტარი. 23 წლის ასაკში გახდა კოლჩაგუას პროვინციის ინტენდანტი. 1858 წელს ის იქნა არჩეული კონგრესის ქვედა პალატაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1959 წლის რევოლუციის გამო ის იძულებული გახდა გადასახლებულიყო ევროპაში. დაბრუნების შემდეგ ის აღარ მონაწილეობდა აქტიურ პოლიტიკაში. 1879 წლის მარტში სენატორად აირჩიეს. როდესაც წყნარი ოკეანის მეორე ომი დაიწყო ის დაასახელეს საგარეო საქმეთა მინისტრად და მალევე შინაგან საქმეთა მინისტრად. ამ პოსტზე მას ომის მსვლელობის სრული კონტროლი ჰქონდა და შესაბამისად მიღწეული გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ითვლებოდა. ამის გათვალისწივებით ის პრეზიდენტ პინტოს ბუნებრივი მემკვიდრე შეიქმნა. შემდგომ არჩევნებში მან მხარი დაუჭირა თავის პროტჟესა და პოლიტიკურ მემკვიდრეს ხოსე მანუელ ბალმასედას, ხოლო თვითონ გააგრძელა მოღვაწეობა როგორც სენატის პრეზიდენტმა. ის 1889 წლის 18 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა .

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ანიბალ პინტო
ჩილეს პრეზიდენტი

1881 - 1886
შემდეგი:
ხოსე მანუელ ბალმასედა