რიგი (თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„რიგი“ (პოლ. Kolejka) — პოლონური სამაგიდო თამაში, რომელშიც თავმოყრილია სირთულეები დაკავშირებული პროდუქტის უკმარისობასთან სოციალურ რეჟიმში[1]. თამაში შემუშავებულია პოლონეთის ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ[2], გამოვიდა 2011 წლის 5 თებერვალს[3][4], შექმნილია საგანმანათლებლოდ, მიზანია — აამაღლოს პოლონელი ახალგაზრდების ცნობიერება უახლეს ისტორიაში. თამაშის პირველი ტირაჟის ნახევრის გადანაწილებას აპირებდნენ სკოლებში[1]. თამაშის კომპლექტში შედის ორი დოკუმენტური ფილმი[5].

თამაშის წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშში ორიდან-ათამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. წარმოდგენილია მოთამაშეთა მინიმალური ასაკი — 12 წელი. თამაშის შემქმნელის, მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლის, კაროლ მადაიას თქმით[6], ამ შეზღუდვის დამატების მიზეზია: გულის აცრუება, რომელიც იმ დღეებმა გამოიწვია, ზედმეტად ძლიერი იყო 12 წლამდე ბავშვებისთვის, იმ დროს, როდესაც უფროსი მოთამაშეები თამაშს სასაცილოდ და სახალისოდ მიიჩნევდნენ (ყველაზე უფროსი მოთამაშე 84 წლის იყო).

გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც „იყიდის“ 10 „საქონელს“ საყიდლების სიიდან. მოთამაშეები აგზავნიან „ოჯახის წევრებს“, რომლებიც ფერადი ხის ფიგურებით აღინიშნებიან, საქონლის საყიდლად „რიგში“ ისევე, როგორც 1990-იანებში იყო. სიაშია — ხორცის კონსერვი, ჩაი[1], ყავა, ტუალეტის ქაღალდი, ავეჯი[7], ფეხსაცმელი Relaks, სუნამო Przemysławka[5], მაგნიტაფონი[1]. სულ თამაშში 60-მდე გასაყიდი საქონელია, მაგრამ მათი მოპოვება რთულდება იმით, რომ უახლოესი დახლები, რომელიც სულ ხუთია, ცარიელია. მოთამაშეები დგანან რიგში, ისე, რომ ზუსტად არ იციან, რომელ მაღაზიაში იქნება მათთვის სასურველი საქონელი[1]. შემდეგ საქონლის მიტანის ბარათები იხსნება. საქონელი ერგება მხოლოდ იმას, ვინც ყველაზე ახლოს აღმოჩნდება მაღაზიის კართან[5]. თამაშის მსვლელობისას შეიძლება გაირკვეს, რომ მაღაზია დაიკეტა ან საცავში საქონელი აღარაა[7]. მოთამაშეებს აქვთ ბარათები, რომლებიც ან ამარტივებენ ყიდვას ან პირიქით ართულებენ[6]. ეს ე.წ „საყიდლების ბარათებია“. მაგალითად, რიგში წინ გასვლის საშუალებას გაძლევს ბარათი „დედა პატარა ბავშვით“, „თქვენ აქ არ იდექით“[5], ბარათი მინიშნებით, ვინმე ნაცნობი პარტიული ჩინოვნიკისგან, კონკრეტულად რომელ მაღაზიაში იქნება საჭირო საქონელი[1]. თამაშს ართულებს ბარათები „დაკეტილია აღრიცხვის გამო“, „შეცდომა მიტანისას“, ასევე რიგში მდგომი შავი ფიგურები — სპეკულატორები[5]. გარდა ამისა, თამაშში არის „შავი ბაზარი“, სადაც ფასები ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მაღაზიაში[1].

აღსანიშნავია, რომ „რიგის“ წესები ჰგავს „მონოპოლიის“ წესებს, მაგრამ მათი პრინციპული განსხვავება იმაშია, რომ პოლონურ თამაშში რაიმეს ყიდვა ძალიან რთულია[7]. ზოგიერთ წყაროში თამაშს „კომუნისტურ მონოპოლიას“ უწოდებენ[3][8][9], თუმცა კაროლ მადაია ამტკიცებს, რომ თამაში არ დაფუძნებულა „მონოპოლიაზე“[3].

სხვა ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს, როდესაც პოლონეთში სოციალისტური რეჟიმი დაიგმო, კაროლ მადაია მხოლოდ ცხრა წლის იყო, ამიტომ თამაშის შექმნისას, ხშირად უწევდა მეტად გამოცდილ უფროსებთან კონსულტაციის გავლა [1]. მადაიასთან ერთად თამაშის განვითარებაზე ზრუნავდნენ მხატვრები: ნატალია ბარანოვსკა და მარტა მალესინსკა[5]. ინტერვიუში მადაიამ თქვა — რუხი ფერები, ქაღალდი სტილიზებული, როგორც იაფი — მენეჯმენტის ფაკულტეტზე მყოფი სტუდენტების მიერ იყო მოფიქრებული. თამაშის შექმნის მიზნად მადაიმ „თაობათა გაერთიანება“ დაასახელა: „თამაშს შეუძლია გაახაროს, როგორც ასაკში მყოფი ხალხი, ისე მათი შვილიშვილებიც. მან შეიძლება სერიოზული დისკუსიები გამოიწვიოს — ხალხს მიეცემა საშუალება გააზიაროს საკუთარი ისტორიული ცოდნა არაფორმალურ გარემოში“[3].

დაგეგმილი იყო თამაშის ტირაჟი 3000 ეგზემპლარით[6].

ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, ასევე დაკავებულია თამაშის გავრცელებით. ბიბისის რეპორტაჟში გადმოცემდნენ, რომ თამაშის შესაძენად „გრძელი რიგები წარმოიშვა“ და ზოგიერთი მყიდველი შეძენისთანავე, ინსტიტუტში იწყებდა მის გამოცდას. იმავე რეპორტაჟში მოყვანილი იყო პოლონეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, გჟეგოჟა ჟურავსკის, სიტყვები, მან აღიარა, რომ პოლონურ სკოლებში ახალ ისტორიას ძალიან ცოტა დრო ეთმობა: მოსწავლეები მას სკოლის დამთავრებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეცნობიან. „ახლა ჩვენ გვსურს შევცვალოთ თანამედროვე ისტორიის სწავლების პროგრამა, რადგან უმრავლესობა ახალგაზრდა პოლონელმა არ იცის ამ პერიოდის შესახებ“ , — თქვა მან. სამინისტროს ახალი კურსი 2012 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი[1].

„რიგი“ უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მეხუთე თამაში იყო; წინა ოთხი (Pamięć ’39, Awans, Zostań marszałkiem Polski და „303“) მეორე მსოფლიო ომს ეძღვნებოდა. თამაშების ელექტრონული ვერსიები, გარდა Zostań marszałkiem Polskiსა, უნივერსიტეტის გვერდზეა ხელმისაწვდომი[3].

„რიგის“ პოპულარობამ მოლოდინს გადააჭარბა: ჯერ კიდევ თამაშის გამოსვლამდე, მასზე ყვებოდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ტაილანდის, კანადისა და სხვა ქვეყნების მედია[3]. მადაიას მიაჩნია, რომ თამაშის საშუალებით პოლონეთის ახალგაზრდობა შეძლებს გაიგოს, „როგორია — საათობით რიგში დგომა, მიხვიდე მაღაზიასთან გვიან ან გამოტოვო საკუთარი რიგი იმის გამო, რომ ვიღაცა უბრალოდ შეიჭრა მასში“[7].

მისსი გლაკმანი თამაშს „სწავლების შესანიშნავ ინსტრუმენტად“ მიიჩნევს[4].

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი სმი აცხადებდა, რომ 2016 წელს რუსეთში თამაში გაყიდვებიდან გაქრა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის კრიტიკის შემდეგ[10]. თვითონ სამსახურმა უარყო ეს შეტყობინება, მათ განაცხადეს, რომ ამგვარი აკრძალვების უფლება არ აქვთ, რადგან მათი ტექნიკური რეგლამენტი ეხება მხოლოდ გამოყენებული რესურსის ხარისხსა და უსაფრთხოებას[11]. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინიციატივა არა მათგან, არამედ რუსეთში არსებული თამაშის დისტრიბუტორისგან — კომპანია „იუნითოისგან“ მოდიოდა[12].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 BBC Russian — Люди — В Польше выпустили игру в социализм. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  2. Polish board game recalls communist hardship — FoxNews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-01. ციტირების თარიღი: 2011-06-01.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Lowdown on Polish game Kolejka, aka 'communist Monopoly'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  4. 4.0 4.1 Kolejka: An Educational Board Game About Communism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Kolejka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  6. 6.0 6.1 6.2 Poland issues ‘communist monopoly’ board game — TheNews.pl :: News from Poland
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Lenta.ru: Из жизни: Поляки выпустили коммунистическую версию «Монополии». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  8. Communist Monopoly | The Market Financial | Stock Market & Wall Street News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  9. The Waiting Game: 'Communist Monopoly' Teaches Downside of Socialist Life — SPIEGEL ONLINE — News — International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2011-05-30.
  10. РФ запретила польскую игру для детей из-за критики коммунизма. ციტირების თარიღი: 2016-03-29.[მკვდარი ბმული]
  11. Антисоветская «Монополия»: Польский институт пожаловался на запрет своей настольной игры в России — Meduza. Meduza. ციტირების თარიღი: 2016-03-30.
  12. «Игра — это политический инструмент» Глава Ассоциации индустрии детских товаров — о запрете антикоммунистической игры «Очередь». Meduza. ციტირების თარიღი: 2016-06-12.