რია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რია ერთ-ერთი მდინარის შესართავში

რია, რიასი (გალ. Ría) — ყურე, რომელიც წარმოიქმნება ზღვის ინგრესიის შედეგად. წარმოადგენს ზღვის წყლით დაძირულ რელიეფის ფორმას, რომლის ყველაზე ღრმა ადგილი მდებარეობს შესართავისპირა რაიონში. ხშირად წარმოდგენილია როგორც გრძელი კონუსისებური მოყვანილობის ყურე.

რია ფორმირდება იმ ადგილებში, სადაც ზღვის დონე აღემატება ხმელეთის დონის სიმაღლეს; ამასთანავე მის განვითარებას ხელს უწყობს ან ზღვის დონის ევსტატიკური შეცვლა (რომელიც გამოიხატება ზღვის დონის გლობალური მომატებით), ან ზღვის დონის იზოსტატიკური ცვლა (ხმელეთის წყლით დატბორვით). ასეთ შემთხვევაში, ხეობა, რომელიც აქამდე იმყოფებოდა ზღვის დონემდე, იძირება ამ უკანასკნელით. რია შესაძლებელია ესტუარის სახით მოგვევლინოს. ხშირად იგი წააგავს სკანდინავიაში არსებულ ფიორდებს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განირჩევა პირველ რიგში, შედარებით მცირე სიდიდით. ამასთანავე მათ სიღრმესა და სიგანეს აქვთ ზრდის პოტენციალი. ყველაზე მატად რია დამახასიათებელია ესპანეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროსთვის (გალისია).

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რია ეწოდებოდა მხოლოდ ესპანეთის სანაპიროებზე არსებულ უბეებს, ხოლო შემდგომ ამ ტერმინს ფართო მნიშვნელობა შეეძინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Goudie, A. (2004) Encyclopedia of Geomorphology. Routledge. London, England.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რია&oldid=2396126“-დან