ინგრესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინგრესია (ლათ. ingressio – შესვლა) — ზღვის წყლის შეჭრა სანაპიროს დადაბლებულ ნაწილში ზღვის დონის აწევის ან ხმელეთის ტექტონიკური დაძირვის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ინგრესია წყლით არა მთელ ქვეყანას, არამედ მის დადაბლებულ ადგილებს ფარავს, მაგ.: მდინარეთა ხეობების შესართველის მონაკვეთებს და სხვ., რის შედეგად ზოგჯერ წარმოიქმნება ვიწრო და გრძელი ყურეები (მაგ.: ობის უბე).

რელიეფის დადაბლების გამომწვევ ფაქტორთა შესაბამისად, ინგრესიის შედეგად წარმოიქმნება მყინვარული, ფლუვიალური, ეოლური და სტრუქტურულ-დენუდაციურ ინგრესიული ნაპირები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]