რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი
47°32′29″ ჩ. გ. 40°39′00″ ა. გ. / 47.54139° ჩ. გ. 40.65000° ა. გ. / 47.54139; 40.65000
დაარსდა 1988
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Ust-Donetsky District
დირექტორი ალექსი სუხოვი
ოფიციალური საიტი [ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი]
Map

რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი (რუს. Раздорский этнографический музей-заповедник) — მუზეუმ-ნაკრძალი უსტ-დონეცკის რაიონის სტანიცა რაზდორსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია

მუზეუმის მისამართი: 346560, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, სტანიცა რაზდორსკაია, კალინინის ქუჩა № 117.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ისტორია იწყება 1953 წლიდან, როდესაც რაზდორსკაიის საშუალო სკოლის მასწავლებელმა ლ. აგარაკოვმა დააარსა სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

1988 წლის 25 თებერვალს მწერალ ანატოლი კალინინის მხარდაჭერით რსფსრ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით ჩამოყალიბდა რაზდორსკაიის ეთნოგრაფიული მუზეუმ-ნაკრძალი[1]. მოგვიანებით სასკოლო მხარეთმცოდნების მუზეუმის ფონდი მთლიანად გადაიტანეს მუზემ-ნაკრძალის შენობაში.

მუზეუმი ფლობს მნიშვნელოვან კოლექციას, რომელიც უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე ასახავს იმ ხალხის კულტურასა და ცხოვრებას, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე უსტ-დონეცკის რაიონის ტერიტორიაზე. რაზდორსკაიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ფართობია 3 650 ჰა[2].

სტანიცა რაზდორსკაია ითვლება დონის კაზაკთა პირველ დედაქალაქად. პირველად იგი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1571 წელს. 1622 წლამდე იგი დონის კაზაკთა ოლქის დედაქალაქი იყო. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ძეგლები: ნეოლითის, ბრინჯაოსა და რკინის ეპოქის ასევე შუა საუკუნეების ძეგლები. სტანიცაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისეთი ძველი ხალხების კვალი როგორებიცაა: კიმირიელები, სკვითები, სარმატები, ალანები, გუთები, ჰუნები, ხაზარები, მონღოლები და ყივჩაყები[3]. 1994 წელს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სხვადასხვა კულტურის სამარხები.

1976 წელს ხუტორ პუხლიაკოვსკაიაში, ხუტორ რაზდორსკაიიდან ხუთ კილომეტრში, გახსნეს სურათების გალერეა, სადაც დაცულია რუსი მხატვრების: ივანე კრილოვის, ევგენი ლანსერის, ვლადიმირ ოვეჩკინისა და სხვათა ნახატები[3]. აღნიშნული გალერეაც მუზეუმის დაქვემდებარებაშია.

მუზეუმის ძირითადი და დამხმარე ფონდი მოიცავს: ფერწერას, გრაფიკას, სკულპტურას, ნუმიზმატიკას, ბონისტიკას, ფალერისტიკას, არქეოლოგიას, მეტალს, ხეს, კერამიკასა და მინას, ნაჭრებს, ტყავს, ფოტოებსა და წერილობით წყაროებს[4][5][6][7][8][9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Постановление Совета Министров РСФСР № 67 от 25 февраля 1988 года
  2. „Раздорский историко-этнографический музей-заповедник“. Большой Ростов (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  3. 3.0 3.1 Раздорский этнографический музей-заповедник на фото и карте. russights.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-07. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  4. Раздорский этнографический музей-заповедник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-23. ციტირების თარიღი: 2017-04-15.
  5. К столетию писателя Анатолия Калинина Раздорский этнографический музей-заповедник преобразится. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-28. ციტირების თარიღი: 2017-04-15.
  6. 18 ноября 2016 г. в Раздорском этнографическом музее-заповеднике состоялся круглый стол «Путь донского казачества в Советскую Россию» базовой кафедры истории ИСЭГИ ЮНЦ РАН в Таганрогском институте им. А. П. Чехова.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-28. ციტირების თარიღი: 2017-04-15.
  7. Раздорский городок — первая столица казаков
  8. Экскурсия в Раздорский музей — заповедник. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2017-04-15.
  9. «Путь донского казачества в Советскую Россию»