ჟან ნიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ნიკო

ჟან ვილმან ნიკო (ფრანგ. Jean Nicot; 1530—1600) — ფრანგი დიპლომატი და სწავლული.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიმში.1559-1561 წწ. იყო საფრანგეთის ელჩი პორტუგალიაში.

პორტუგალიაში ელჩად გააგზავნეს, რათა განეხილა 6 წლის პრინცესა მარგარიტა დე ვალუასა და 5 წლის სებასტიან I-ის ქორწინების საქმე.

პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ შეიძინა თამბაქოს პლანტაციები. ესპანეთიდან საფრანგეთში გააგზავნა თამბაქო, რომლის აქტიური მომხმარებელიც გახდა ეკატერინე მედიჩი.

მისი სახელის პატივსაცემად ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელსაც შეიცავს თამბაქო ეწოდა ნიკოტინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]